https://sputnik-georgia.com/20240319/georgian-airways-aprilidan-prenebs-evropis-rva-mimartulebit-sheasrulebs-286931300.html
Georgian Airways თბილისიდან პირდაპირ ფრენებს ევროპის რვა მიმართულებით შეასრულებს
Georgian Airways თბილისიდან პირდაპირ ფრენებს ევროპის რვა მიმართულებით შეასრულებს
Sputnik საქართველო
უწყების ცნობით, „ჯორჯიან ეარვეისი“ ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს. 19.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-19T17:17+0400
2024-03-19T17:17+0400
2024-03-19T17:17+0400
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
georgian airways
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24609/32/246093233_42:110:1159:738_1920x0_80_0_0_76959b21a2295e9c4736a3897b6da24b.jpg
თბილისი, 19 მარტი- Sputnik. ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ (Georgian Airways) აპრილიდან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, თბილისიდან პირდაპირ ფრენებს ევროპის 8 მიმართულებით შეასრულებს, ნათქვამია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ავიაკომპანიის ცნობით, პირდაპირი ფრენები ვენის, პარიზის, ნიცას, ამსტერდამის, მიუნხენის, ბერლინის, მილანისა და ლარნაკას მიმართულებით შესრულდება - ავიარეისებს „ბოინგ737-700“ და „ბოინგ 737-800“ შეასრულებენ.ავიარეისების სიხშირეუწყების ინფორმაციით, ავიაკომპანია მუშაობს თელ-ავივის მიმართულებით ყოველდღიური ფრენების აღდგენაზეც.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24609/32/246093233_0:104:845:738_1920x0_80_0_0_416d6d00b1ff7bf4d433a5572d539cb6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, georgian airways, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, georgian airways, საზოგადოება, ახალი ამბები
Georgian Airways თბილისიდან პირდაპირ ფრენებს ევროპის რვა მიმართულებით შეასრულებს
უწყების ცნობით, „ჯორჯიან ეარვეისი“ ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს.
თბილისი, 19 მარტი- Sputnik. ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ (Georgian Airways) აპრილიდან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, თბილისიდან პირდაპირ ფრენებს ევროპის 8 მიმართულებით შეასრულებს, ნათქვამია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავიაკომპანიის ცნობით, პირდაპირი ფრენები ვენის, პარიზის, ნიცას, ამსტერდამის, მიუნხენის, ბერლინის, მილანისა და ლარნაკას მიმართულებით შესრულდება - ავიარეისებს „ბოინგ737-700“ და „ბოინგ 737-800“ შეასრულებენ.
„აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც განსაკუთრებით კომფორტულია მგზავრებისთვის. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც“, - ნათქვამია განცხადებაში.
ვენის მიმართულებით პირდაპირ ფრენები შეასრულდება კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას.
კვირაში სამჯერ რეისები შესრულდება პარიზისა (სამშაბათს, პარასკევსა და კვირას) და ნიცას (ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს) მიმართულებით.
ამსტერდამის მიმართულებით ფრენები შესრულდება კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს.
მიუნხენის მიმართულებით კვირაში სამჯერ - ორშაბათს, ოთხშაბათსა და კვირას.
ბერლინის მიმართულებით კვირაში ორჯერ - ოთხშაბათსა და შაბათს.
მილანის მიმართულებით ფრენები შესრულდება კვირაში სამჯერ: სამშაბათს, პარასკევსა და კვირას.
ყოველდღე შესრულდება პირდაპირი ფრენები თბილისი-ლარნაკას მიმართულებით.
უწყების ინფორმაციით, ავიაკომპანია მუშაობს თელ-ავივის მიმართულებით ყოველდღიური ფრენების აღდგენაზეც.