ზედიზედ მეშვიდედ: საქართველოს ნაკრები „რაგბი ევროპის" ჩემპიონატის გამარჯვებულია

© Georgian Rugbyსაქართველოს რაგბის ნაკრები
საქართველოს რაგბის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2024
გამოწერა
მსოფლიო რეიტინგში საქართველოს ნაკრები მე-13 ადგილს იკავებს.
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრებმა პარიზში გამართული ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიის გუნდი დაამარცხა და ზედიზედ მეშვიდედ გახდა ტურნირის გამარჯვებული.
მთლიანობაში, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 16-ჯერ მოიგო.
შეხვედრა ქართველმა მორაგბეებმა აქტიურად დაიწყეს და მეტოქეს 40 წუთის განმავლობაში ანგარიშის გახსნის საშუალება არ მისცეს. „ბორჯღალოსნებმა" მატჩის პირველი ნახევარი ანგარიშით 12:3 დაასრულეს.
მეორე ტაიმის მანძილზე საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგეს უპირატესობა არ დაუთმო, დანიელ ურკადის გუნდმა მხოლოდ მატჩის მიწურულს მოახერხა ანგარიშის სხვაობის შემცირება. საბოლოოდ მატჩი დასრულდა ანგარიშით 36:10.
მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ესპანეთის ნაკრები დაწინაურდა, რომელმა რუმინეთის გუნდა ანგარიშით 40:33 დაამარცხა.
საბოლოოდ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ადგილები ასე განაწილდა:
1. საქართველო
2. პორტუგალია
3. ესპანეთი
4. რუმინეთი
5. ნიდერლანდები
6. გერმანია
7. ბელგია
8. პოლონეთი.
მსოფლიო რეიტინგში საქართველოს ნაკრები მე-13 ადგილს იკავებს.
ყველა ახალი ამბავი
0