შერმადინმა ესპანეთის კალათბურთის ჩემპიონატში ლეგენდარული არვიდას საბონისის რეკორდი მოხსნა

© photo: Sputnik / Stringerგიორგი შერმადინი
გიორგი შერმადინი - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2024
გამოწერა
შერმადინს ეკუთვნის ესპანეთის უმაღლესი ლიგის რეკორდი თვის MVP-ს ტიტულებშიც. ქართველი ცენტრი ამ ნომინაციაში საუკეთესოდ 12-ჯერ დაასახელეს.
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ესპანური „ტენერიფეს“ ქართველმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა ევროპის უძლიერესი საკალათბურთო ლიგის პრესტიჟული რეკორდი მოხსნა, რომელიც ლიეტუველ არვიდას საბონისს ეკუთვნოდა და ტურის საუკეთესო კალათბურთელად მეოცედ დასახელდა.
შერმადინი მიმდინარე წლის 6 იანვარს გაუთანაბრდა საბონისს, როცა მე-17 ტურის MVP გახდა, 25-ე ტურის შემდეგ კი იმავე პრიზის მოგებით ისტორიაში შევიდა.
შერმადინი გასულ ტურში შეუჩერებელი იყო „ანდორასთან“ სტუმრად მოგებულ მატჩში, სადაც მან თავის ყოფილ გუნდთან 23 ქულა, 10 მოხსნა და 4 დაფარება მიითვალა. მისი სარგებლიანობის ინდექსმა 37 შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ქართველ რეგიონერს ასევე ეკუთვნის ესპანეთის უმაღლესი ლიგის რეკორდი თვის MVP--ს ტიტულებშიც. ქართველი ცენტრი ამ ნომინაციაში საუკეთესოდ 12-ჯერ დაასახელეს.
გარდა ამისა, 34 წლის შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშე ორჯერ – 2020-2021 და 2022-2023 წლების სეზონებში გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0