https://sputnik-georgia.com/20240318/darchiashvilma-meqsikashi-qartvelebis-gatacebis-paqti-uarko-286914534.html
დარჩიაშვილი მექსიკის საზღვართან ქართველების გატაცებაზე - არავინ არის გატაცებული
დარჩიაშვილი მექსიკის საზღვართან ქართველების გატაცებაზე - არავინ არის გატაცებული
Sputnik საქართველო
16 მარტს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები მექსიკურმა ნარკოკარტელმა აიყვანა ტყვედ. 18.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-18T16:13+0400
2024-03-18T16:13+0400
2024-03-18T16:13+0400
საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
მექსიკა
შემთხვევები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/04/265723399_0:0:1401:789_1920x0_80_0_0_fa47e451e63c7b616c52123dca2ceb4d.jpg
თბილისი, 18 მარტი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მექსიკის საზღვარზე საქართველოს მოქალაქეების გატაცების თაობაზე მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო.30-მდე ქართველის გატაცების შესახებ ინფორმაცია მასმედიაში 16 მარტს გავრცელდა. მედიის ცნობით, ქართველები, რომლებიც მექსიკის გავლით აშშ-ის საზღვართან მისვლას ცდილობდნენ, ამერიკა-მექსიკის საზღვართან კრიმინალურმა დაჯგუფებამ აიყვანა ტყვედ და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 90 ათასი დოლარი მოითხოვა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს თითოეული კონსული და დიპლომატიური წარმომადგენლობა მზადაა მოქალაქეების ინტერესის დასაცავად.გაიტაცეს თუ არა საქართველოს მოქალაქეები მექსიკის საზღვარზე? ახალი ვერსია>>>„თუ ნებისმიერი ადამიანს, ეს იქნება მექსიკა თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, დასჭირდება თითოეული ჩვენი დიპლომატის დახმარება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ და გავაგრძელებთ“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.საქართველოს მოქალაქეების გატაცების შესახებ ინფორმაცია გუშინ ასევე უარყვეს მექსიკაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრებმაც.მარშრუტი მექსიკის გავლით არის აშშ-ში არალეგალური მიგრაციის ერთ-ერთი გზა, რომლითაც სარგებლობენ უცხოელები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები.
საქართველო
მექსიკა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/04/265723399_16:0:1203:890_1920x0_80_0_0_8d7f78eb7f176bd000debd71194780d5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , მექსიკა, შემთხვევები, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , მექსიკა, შემთხვევები, ახალი ამბები
დარჩიაშვილი მექსიკის საზღვართან ქართველების გატაცებაზე - არავინ არის გატაცებული
16 მარტს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები მექსიკურმა ნარკოკარტელმა აიყვანა ტყვედ.
თბილისი, 18 მარტი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მექსიკის საზღვარზე საქართველოს მოქალაქეების გატაცების თაობაზე მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
30-მდე ქართველის გატაცების შესახებ ინფორმაცია მასმედიაში 16 მარტს გავრცელდა. მედიის ცნობით, ქართველები, რომლებიც მექსიკის გავლით აშშ-ის საზღვართან მისვლას ცდილობდნენ, ამერიკა-მექსიკის საზღვართან კრიმინალურმა დაჯგუფებამ აიყვანა ტყვედ და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 90 ათასი დოლარი მოითხოვა.
„ცალკეული ტელევიზიები საუბრობენ, რომ ქართველები არიან გატაცებული. არავინ არ არის გატაცებული! ნუ შეგყავთ ჩვენი მოქალაქეები შეცდომაში. გეყოთ იმის ძალა და უნარი, რომ როდესაც არასწორ და უსაფუძვლო ინფორმაციას გაავრცელებთ, გამოხვიდეთ და თქვათ, რომ ეს იყო დაუზუსტებელი ინფორმაცია“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს თითოეული კონსული და დიპლომატიური წარმომადგენლობა მზადაა მოქალაქეების ინტერესის დასაცავად.
„თუ ნებისმიერი ადამიანს, ეს იქნება მექსიკა თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, დასჭირდება თითოეული ჩვენი დიპლომატის დახმარება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ და გავაგრძელებთ“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
საქართველოს მოქალაქეების გატაცების შესახებ ინფორმაცია გუშინ ასევე უარყვეს მექსიკაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრებმაც.
მარშრუტი მექსიკის გავლით არის აშშ-ში არალეგალური მიგრაციის ერთ-ერთი გზა, რომლითაც სარგებლობენ უცხოელები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები.