ასაფეთქებელი მოწყობილობა სკოლებში? ბათუმსა და ქუთაისში ევაკუაცია გამოცხადდა

© photo: Sputnik / Stringerპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2024
გამოწერა
ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ შეტყობინება ანონიმმა გააგზავნა
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. კინოლოგებმა და გამნაღმვლელებმა ქართულ-ამერიკული კერძო სკოლა „პროგრესის" ბათუმის ფილიალში ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ აღმოაჩინეს, იუწყება ქართული მედია.
ორშაბათს, 18 მარტს კერძო სკოლა „პროგრესის" ბათუმისა და ქუთაისის ფილიალებში მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია გამოცხადდა. მიზეზი - ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინება გახდა.
ბათუმის სკოლაში სასწავლო პროცესი ხვალიდან განახლდება.
ქუთაისში არსებულ სკოლაში კი სამძებრო ღონისძიებები გრძელდება. ამ დროისთვის ადგილზე გამნაღმვლელები მუშაობენ.
ქუთაისში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინება სკოლის დირექტორმა ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო. ინფორმაცია დაადასტურა ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მაია ცქიტიშვილმაც.
ყველა ახალი ამბავი
0