https://sputnik-georgia.com/20240318/amerikidan-qartveli-samxedro-parasportsmenebi-28-medlit-dabrundnen-286913846.html
ქართველი სამხედროები აშშ-ში გამართული „საჰაერო ძალების თამაშებიდან“ 28 მედლით დაბრუნდნენ
ქართველი სამხედროები აშშ-ში გამართული „საჰაერო ძალების თამაშებიდან“ 28 მედლით დაბრუნდნენ
Sputnik საქართველო
საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მიზანი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდაა. 18.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-18T20:11+0400
2024-03-18T20:11+0400
2024-03-18T20:11+0400
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
საზოგადოება
აშშ
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/11/250074042_0:76:1280:796_1920x0_80_0_0_e7b290e3772919c97cfd4c8d9e25b87a.jpg
თბილისი, 18 მარტი - Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი სამშობლოში აშშ-დან წარმატებული ასპარეზობის შემდეგ 28 მედლით დაბრუნდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ქართველმა სამხედრო პარასპორტსმენებმა „საჰაერო ძალების თამაშებში“ (Air Force & Marine Corps Trials), რომელიც აშშ-ის ნევადის შტატში, ქალაქ ლას-ვეგასის საჰაერო ძალების სამხედრო ბაზაზე გაიმართა, 12 ოქროს, 11 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრილმა და დაშავებულმა სამხედროებმა ტურნირის ფარგლებში სპორტის გუნდურ და ინდივიდუალურ სახეობებში იასპარეზეს. სამხედროებმა წარმატებული შეხვედრები გამართეს მჯდომარე ფრენბურთში, პარაკალათბურთში, პნევმატური პისტოლეტითა და შაშხანით სროლაში, მშვილდოსნობაში, მძლეოსნობაში, სავარჯიშო მოწყობილობაზე ნიჩბოსნობაში, ველოსპორტსა და ცურვაში.„საჰაერო ძალების თამაშებში“ ქართველმა სამხედროებმა მეორედ მიიღეს მონაწილეობა. სპორტული თამაშების მიზანია, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენება.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/11/250074042_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_4e9d0bb642ba765311bd529a0d90a33f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საზოგადოება, აშშ , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საზოგადოება, აშშ , ახალი ამბები
ქართველი სამხედროები აშშ-ში გამართული „საჰაერო ძალების თამაშებიდან“ 28 მედლით დაბრუნდნენ
საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მიზანი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდაა.
თბილისი, 18 მარტი - Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი სამშობლოში აშშ-დან წარმატებული ასპარეზობის შემდეგ 28 მედლით დაბრუნდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქართველმა სამხედრო პარასპორტსმენებმა „საჰაერო ძალების თამაშებში“ (Air Force & Marine Corps Trials), რომელიც აშშ-ის ნევადის შტატში, ქალაქ ლას-ვეგასის საჰაერო ძალების სამხედრო ბაზაზე გაიმართა, 12 ოქროს, 11 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
„ჩვენმა სამხედროებმა კიდევ ერთხელ გამოავლინეს მებრძოლი სული და წარმატებით წარმოაჩინეს საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე. სახელმწიფო და საზოგადოება ვალდებულნი ვართ, მათ მხარი დავუჭიროთ და ღირსეული პირობები შევუქმნათ“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმაირაკლი ჩიქოვანმა, რომელიც თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრილმა და დაშავებულმა სამხედროებმა ტურნირის ფარგლებში სპორტის გუნდურ და ინდივიდუალურ სახეობებში იასპარეზეს. სამხედროებმა წარმატებული შეხვედრები გამართეს მჯდომარე ფრენბურთში, პარაკალათბურთში, პნევმატური პისტოლეტითა და შაშხანით სროლაში, მშვილდოსნობაში, მძლეოსნობაში, სავარჯიშო მოწყობილობაზე ნიჩბოსნობაში, ველოსპორტსა და ცურვაში.
„საჰაერო ძალების თამაშებში“ ქართველმა სამხედროებმა მეორედ მიიღეს მონაწილეობა. სპორტული თამაშების მიზანია, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენება.