კვლევა: 2024 წელს საქართველოში უცხოელი სტუდენტების ხარჯები 25%-ით გაიზრდება

© video: Sputnikთბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი
თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2024
გამოწერა
მსოფლიოს უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტების წილით საქართველო რეიტინგში მეხუთე ადგილზეა.
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოში უმაღლესი სასწავლებლების უცხოელი სტუდენტები2024 წელს 823 მილიონ ლარს დახარჯავენ, დაახლოებით 25%-ით მეტს 2023 წელთან შედარებით, ნათქვამია საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის მასალებში.
მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წელს განათლებაზე ხარჯები 452 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯები - 371 მლნ ლარს.
როგორც კვლევაში ნათქვამია, უცხოელი სტუდენტების რაოდენობა და წილი განათლების სფეროში ბოლო წლებში სწრაფად გაიზარდა. 2023/2024 სასწავლო წელს ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში 31 ათასი უცხოელი სტუდენტი ჩაირიცხა, აქედან 8 ათასი კერძო უნივერსიტეტებში სწავლობს, ხოლო 23 ათასი სახელმწიფო უნივერსიტეტებში.
2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისში საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობამ სტუდენტების საერთო რაოდენობის 17,3% შეადგინა. ამრიგად, მსოფლიოს უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტების წილით საქართველო რეიტინგში მეხუთე ადგილზეა.
ეთნიკური უმცირესობებისთვის სტუდენტური პროგრამის დაფინანსება იზრდება>>>
უცხოელთა უმეტესობა სწავლობს ავსტრალიის (26%), დიდი ბრიტანეთის (20,1%), შვეიცარიის (18,1%) და ახალი ზელანდიის (17,5%) უნივერსიტეტებში. უცხოელი სტუდენტების წილი მნიშვნელოვნად დაბალია სლოვენიაში (7,8%), ლიეტუვასა (6,2%) და სომხეთში (5.9%).
საქართველოში სტუდენტების 52,1% ინდოეთიდანაა, 8,7% იორდანიიდან და 5,5% ისრაელიდან.
ანალიტიკოსების ინფორმაციით, უკრაინიდან სტუდენტების ჩამოსვლის გამო 2022/23 წლებში ქართულ უნივერსიტეტებში სწავლაზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა.
მოცემულ მომენტში საერთაშორისო სტუდენტების უმრავლესობა (85%) საქართველოს კერძო უნივერსიტეტებში ჯანდაცვის პროგრამებზე სწავლობს.
ყველა ახალი ამბავი
0