Голосование на выборах президента России за рубежом - Sputnik საქართველო, 1920
რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2024

რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები: ამომრჩეველთა აქტივობამ 73%-ს გადააჭარბა

© photo: Sputnik / Макс Ветров / გადასვლა მედიაბანკშისაარჩევნომ უბანი
საარჩევნომ უბანი - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2024
გამოწერა
საპრეზიდენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 249 ათას ადამიანს გადააჭარბა.
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ქვეყნის მასშტაბით რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსკოვის დროით 18:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ, დისტანციურად ელექტრონული კენჭისყრის გათვალისწინებით, 73,33% შეადგინა, განაცხადა რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ელა პამფილოვამ.
ამასთან, საპრეზიდენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 249 ათას ადამიანს გადააჭარბა.
პამფილოვამ საპრეზიდენტო არჩევნებზე მაღალი აქტივობა დაუკავშირა ხმის მიცემის ახალი ფორმების დანერგვას და პროექტ „ИнформУИК"-ის შედეგებს, მან ასევე მადლობა გადაუხადა დასავლეთს რუსი ხალხის გაერთიანებისთვის.
„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო დასავლეთს ჩვენი გაერთიანებისთვის. ჩვენ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ახლა ერთად ყოფნა. რაც უფრო მეტი ზეწოლა იქნება ჩვენზე, მით უფრო მეტს ვიბრძოლებთ", - ასე უპასუხა პამფილოვამ ჟურნალისტის კითხვას თუ რა არის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის მიზეზი.
ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. ხმის მიცემა სამი დღე გაგრძელდება: 15, 16 და 17 მარტს. სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ოთხი კანდიდატი იბრძვის: ლეონიდ სლუცკი, ნიკოლაი ხარიტონოვი, ვლადისლავ დავანკოვი და ვლადიმირ პუტინი.
ყველა ახალი ამბავი
0