https://sputnik-georgia.com/20240317/rusetis-prezidentis-archevnebi-tavdasxmebi-eleqtronul-resursebze-286898160.html
რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები: მასშტაბური თავდასხმები ელექტრონულ რესურსებზე
რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები: მასშტაბური თავდასხმები ელექტრონულ რესურსებზე
Sputnik საქართველო
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ დღეს დაიბლოკა ონლაინ-კენჭისყრის პლატფორმისა და ცესკოს ვებსაიტის მსგავსი ასზე მეტი ყალბი ფიშინგ რესურსი. 17.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-17T18:45+0400
2024-03-17T18:45+0400
2024-03-17T18:11+0400
რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2024
პოლიტიკა
რუსეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24051/18/240511829_0:145:2815:1728_1920x0_80_0_0_681216410f808b4aa9fe3f6b4fb1202c.jpg
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ დღეს საარჩევნო რესურსებზე 90 ათასზე მეტი კიბერშეტევა განხორციელდა, განაცხადა კომპანია „Солар"-ის („როსტელეკომის" შვილობილი კომპანია) ხელმძღვანელმა იგორ ლიაპუნოვმა.როგორც მან აღნიშნა, არჩევნების პირველივე დღეს დისტანციურად კენჭისყრის პორტალზე (DEG) დიდი კიბერშეტევა განხორციელდა - წამში 2,5 მილიონზე მეტი მომართვა იყო მიღებული. რა თქმა უნდა, ასეთმა დატვირთვამ პორტალზე შეფერხება გამოიწვია, დასძინა რესპონდენტმამისი თქმით, ერთ საათში გუნდმა დაამუშავა კიბერშეტევა და იგი დაიბლოკა.რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე 90%-ზე მეტმა ამომრჩეველმა ელექტრონულად მისცა ხმა>>>გარდა ამისა, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ დღეს დაიბლოკა დისტანციურად ელექტრონული ხმის მიცემის პლატფორმისა და ცესკოს ვებსაიტის მსგავსი ასზე მეტი ყალბი ფიშინგ რესურსი.„თუ მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში - იანვარსა და თებერვალში ჩვენ 60-მდე ასეთი რესურსი (ფიშინგი - რედ.) დავბლოკეთ, გუშინ ასზე მეტი ასეთი ყალბი რესურსი დაიბლოკა. ეს არის DEG-ის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მსგავსი პორტალები, ეს არის პორტალები, რომლებიც შეეხება ეგზიტპოლებს", - განაცხადა ლიაპუნოვმა.„წინ გველოდება 30-ზე მეტი კიბერშეტევა და ასეთი ინტენსიური მუშაობა დაცვაზე“, - დასძინა მან.ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. ხმის მიცემა სამი დღე გაგრძელდება: 15, 16 და 17 მარტს. სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ოთხი კანდიდატი იბრძვის: ლეონიდ სლუცკი, ნიკოლაი ხარიტონოვი, ვლადისლავ დავანკოვი და ვლადიმირ პუტინი.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24051/18/240511829_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_d47ef89c73a782207d2bfd00ebf83d29.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
პოლიტიკა, რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები: მასშტაბური თავდასხმები ელექტრონულ რესურსებზე
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ დღეს დაიბლოკა ონლაინ-კენჭისყრის პლატფორმისა და ცესკოს ვებსაიტის მსგავსი ასზე მეტი ყალბი ფიშინგ რესურსი.
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ დღეს საარჩევნო რესურსებზე 90 ათასზე მეტი კიბერშეტევა განხორციელდა, განაცხადა კომპანია „Солар"-ის („როსტელეკომის" შვილობილი კომპანია) ხელმძღვანელმა იგორ ლიაპუნოვმა.
„რა თქმა უნდა, გუშინ იყო ძალიან დიდი რაოდენობით თავდასხმა და თავდასხმის მცდელობა ჩვენს რესურსებზე - განხორციელდა 90 ათასზე მეტი კიბერშეტევა საარჩევნო პორტალების რესურსებზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის რესურსებზე, დისტანციურად ელექტრონული ხმის მიცემის სისტემაზე, სახელმწიფო მომსახურების რესურსებზე. ეს არის დიდი რაოდენობა, რაც რვაჯერ აღემატება კიბერშეტევების რაოდენობას, რომელიც დაფიქსირდა გასულ წელს, როცა კენჭისყრა ერთ დღეს გაიმართა. ყველა ეს თავდასხმა მოგერიებულია“, - ლიაპუნოვის სიტყვებს ციტირებს
РИА Новости.
როგორც მან აღნიშნა, არჩევნების პირველივე დღეს დისტანციურად კენჭისყრის პორტალზე (DEG) დიდი კიბერშეტევა განხორციელდა - წამში 2,5 მილიონზე მეტი მომართვა იყო მიღებული. რა თქმა უნდა, ასეთმა დატვირთვამ პორტალზე შეფერხება გამოიწვია, დასძინა რესპონდენტმა
მისი თქმით, ერთ საათში გუნდმა დაამუშავა კიბერშეტევა და იგი დაიბლოკა.
გარდა ამისა, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ დღეს დაიბლოკა დისტანციურად ელექტრონული ხმის მიცემის პლატფორმისა და ცესკოს ვებსაიტის მსგავსი ასზე მეტი ყალბი ფიშინგ რესურსი.
„თუ მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში - იანვარსა და თებერვალში ჩვენ 60-მდე ასეთი რესურსი (ფიშინგი - რედ.) დავბლოკეთ, გუშინ ასზე მეტი ასეთი ყალბი რესურსი დაიბლოკა. ეს არის DEG-ის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მსგავსი პორტალები, ეს არის პორტალები, რომლებიც შეეხება ეგზიტპოლებს", - განაცხადა ლიაპუნოვმა.
„წინ გველოდება 30-ზე მეტი კიბერშეტევა და ასეთი ინტენსიური მუშაობა დაცვაზე“, - დასძინა მან.
ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. ხმის მიცემა სამი დღე გაგრძელდება: 15, 16 და 17 მარტს. სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ოთხი კანდიდატი იბრძვის: ლეონიდ სლუცკი, ნიკოლაი ხარიტონოვი, ვლადისლავ დავანკოვი და ვლადიმირ პუტინი.