https://sputnik-georgia.com/20240317/rusetis-prezidentis-archevnebi-aqtivoba60-procents-acharbebs-286892759.html
რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები: ამომრჩეველთა აქტივობამ 60%-ს გადააჭარბა
რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები: ამომრჩეველთა აქტივობამ 60%-ს გადააჭარბა
Sputnik საქართველო
ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. ხმის მიცემა სამი დღე გრძელდება: 15, 16 და 17 მარტს. 17.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-17T13:29+0400
2024-03-17T13:29+0400
2024-03-17T13:34+0400
რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2024
რუსეთი
პოლიტიკა
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/0f/286864411_0:147:3380:2048_1920x0_80_0_0_e5c4665cf7e8f74bf61b3a92e787ca03.jpg
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ქვეყნის მასშტაბით რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა, დისტანციურად ელექტრონული კენჭისყრის გათვალისწინებით, უკვე 61,37%-ს შეადგენს, განაცხადა რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ელა პამფილოვამ.როგორც ცესკოში განმარტავენ, კენჭისყრა ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.პრეზიდენტობის კანდიდატებიდან ლეონიდ სლუცკიმ საკუთარი არჩევანი, კენჭისყრის მეორე დღეს, საარჩევნო უბანზე გააკეთა. ვლადიმირ პუტინმა საკუთარი არჩევანი გუშინ, ონლაინ დააფიქსირა, ვლადისლავ დავანკოვმა კენჭისყრაში მონაწილეობა სმოლენსკში დღეს, ნიკოლაი ხარიტონოვმა კი მოსკოვში მიიღო.ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. ხმის მიცემა სამი დღე გაგრძელდება: 15, 16 და 17 მარტს. სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ოთხი კანდიდატი იბრძვის: ლეონიდ სლუცკი, ნიკოლაი ხარიტონოვი, ვლადისლავ დავანკოვი და ვლადიმირ პუტინი.2018 წლის არჩევნებზე, როდესაც კენჭისყრა ერთ დღეს გაიმართა, მოსკოვის დროით 10:00 საათისთვის აქტივობა 16,55% იყო, 12:00 საათისთვის - 34,72%, 17:00 საათისთვის - 51,9%. მაშინ საერთო აქტივობამ 67%-ს გადააჭარბა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/0f/286864411_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_326c05b279cb6b04423ca2fc00a336f2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები: ამომრჩეველთა აქტივობამ 60%-ს გადააჭარბა
13:29 17.03.2024 (განახლებულია: 13:34 17.03.2024) ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. ხმის მიცემა სამი დღე გრძელდება: 15, 16 და 17 მარტს.
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ქვეყნის მასშტაბით რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა, დისტანციურად ელექტრონული კენჭისყრის გათვალისწინებით, უკვე 61,37%-ს შეადგენს, განაცხადა რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ელა პამფილოვამ.
როგორც ცესკოში განმარტავენ, კენჭისყრა ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
პრეზიდენტობის კანდიდატებიდან ლეონიდ სლუცკიმ საკუთარი არჩევანი, კენჭისყრის მეორე დღეს, საარჩევნო უბანზე გააკეთა. ვლადიმირ პუტინმა საკუთარი არჩევანი გუშინ, ონლაინ დააფიქსირა, ვლადისლავ დავანკოვმა კენჭისყრაში მონაწილეობა სმოლენსკში დღეს, ნიკოლაი ხარიტონოვმა კი მოსკოვში მიიღო.
ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. ხმის მიცემა სამი დღე გაგრძელდება: 15, 16 და 17 მარტს. სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ოთხი კანდიდატი იბრძვის: ლეონიდ სლუცკი, ნიკოლაი ხარიტონოვი, ვლადისლავ დავანკოვი და ვლადიმირ პუტინი.
2018 წლის არჩევნებზე, როდესაც კენჭისყრა ერთ დღეს გაიმართა, მოსკოვის დროით 10:00 საათისთვის აქტივობა 16,55% იყო, 12:00 საათისთვის - 34,72%, 17:00 საათისთვის - 51,9%. მაშინ საერთო აქტივობამ 67%-ს გადააჭარბა.