მოსაზრება: კიევი F-16-თვის სამარხებს ამზადებს

© photo: Sputnik / Alexandr Kovaliov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2024
გამოწერა
უკრაინის სამხედრო მოქმედებების არეალში, უდავოდ, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები დომინირებენ. გამანადგურებლები , ისევე, როგორც ნატოს შეიარაღების სხვა სისტემები, ვერ დაეხმარებიან კიევის რეჟიმს, შეცვალოს რუსული სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობა და შედეგი. უკრაინის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავების განლაგება სამოქალაქო აეროპორტების საფარ ქვეშ ამ უკანასკნელებს F-16-ის სამარხავებად აქცევს, ხოლო შემთხვევით მგზავრებს - ბანდერელების მძევლებად.
სამხედრო მოქმედებების ზონაში კიევის რეჟიმის მწარე მარცხის მიუხედავად, ვლადიმირ ზელენსკის კვლავინდებურად სწამს ამერიკული იარაღის, რომელსაც, თითქოს და, შეუძლია, შეცვალოს ძალთა ბალანსი სამხედრო მოქმედებების არეალზე. და ეს რწმენა აქტიურად ინერგება კიევის მიერ კონტროლირებად ტერრიტორიებზე.
დასავლელი დონორები გეგმავენ, ივნისში გადასცენ უკრაინას დაპირებული 45-დან 6 ამერიკული წარმოების გამანადგურებელი F-16, რომლებიც მანამდე გამოიყენებოდა ნიდერლანდების შეიარაღებულ ძალებში. დანია გეგმავს, 2025 წელს გადასცეს კიევს კიდევ 13 გამანადგურებელი, ხოლო ნატოს დანარჩენი სახელმწიფოები მიწოდების თარიღებს ზუსტად არ ასახელებენ. პირველი ესკადრილის მფრინავები ჯერ მომზადებულები არ არიან, მათი სრულფასოვანი გადამზადებისათვის Fighting Falcon-ზე საჭიროა ოთხი-ხუთი წელი, ამდენი დრო კი კიევს არა აქვს. ოპერატიული მდგომარეობა ელვისებურად იცვლება.
უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების პრობლემას წარმოადგენს არა მფრინავების რაოდენობა, არამედ მათი და ტექნიკოსების მომზადების დონე, აგრეთვე თვითმფრინავების ხარისხი იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს „უსაფრთხოების კუნძულები“ F-16-ის ბაზირებისათვის. ამის გამო, ნატოს ქვეყნების გამოცდილი „მოხალისე მფრინავებიც“ კი განწირულნი არიან დაღუპვისათვის. 2024 წლისათვის დაპირებული 6 გამანადგურებელი F-16შემოდგომამდე გარანტირებულად აფეთქდებიან ცაში ან უკრაინის ნებისმიერ აეროდრომზე.
კიევს არ სურს თვალი გაუსწოროს სასტიკ რეალობას - იგი აშშ-თან და ევროკავშირთან აქარმოებს კონსულტაციებს სამოქალაქო აეროდრომების გახსნასთან და კონტროლირებად ტერიტორიებზე ფრენების განახლებასთან დაკავშირებით. შესაძლოა, განიხილებოდეს აგრეთვე, F-16 - ის ბაზირება უჟგოროდის საერთაშორისო აეროპორტში, რომლის საფრენი ბილიკი სლოვაკეთის საზღვართან 100 მეტრში მდებარეობს. პოლონეთის საზღვრიდან 57 კმ-ში კი მდებარეობს ლვოვის აეროპორტი... ავიამგზავრების ბედი არავის აღელვებს - ბანდერელების რეჟიმი კვლავინდებურად მზადაა, სამხედრო ობიექტების ფარად მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა გამოიყენოს.
რუსეთის არმიამ 11 მარტას გაანადგურა უცხოელი დაქირაცევული ბოევიკების დროებითი დისლოკაციის პუნქტი ხარკოვში - სასტუმრო „აეროპორტი“. მანამდე განადგუდა სამხედრო ობიექტები, სადაც იმყოფებოდნენ უცხოელი სპეციალისტები, კიევისა და ლვოვის აეროპორტებში, ასევე აეროდრომი ხმელნოცკის ოლქში... და ეს ჩამონათვალი დღითიდღე იზრდება...

მწარე რეალობა

ამერიკული წარმოების მეოთხე თაობის მრავალმიზნობრივი გამანადგურებლები F-16Fighting Falcon არის აშშ-ს და ნატოს სხვა ქვეყნების სამხედრო-საჰაერო ძალების ღერძი (ევროპაში მათი რაოდენობა შეადგენს, დაახლოებით, 500).
F-16-ის ისტორია ნახევარ საუკუნეზე უკან დაიწყო და ვერარანაირი მოდერნიზაცია ვერ მისცემს მათ საშუალებას, ჰაერში გაუწიონ კონკურენცია თანამედროვე რუსულ გამანადგურებლებს Су-30СМ, Су-35С, Су – 57...
რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების გამანადგურებლები ყველა პარამეტრით უსწრებს ამერიკულ სამბრძოლო მანქანებს. სარაკეტო-საზენიტო სისტემა С-400 „ტრიუმფზე“ რომ არაფერი ვთქვათ...
ამერიკული ანალიტიკური გამოცემა TheNational Interest13 მარტს იუწყებოდა, რომ „F-16 - ს არავითარი მნიშვნელობა არ ექნება რამოდენიმე მიზეზით. ესაა უკვე გამოყენებაში მყოფი სამხედრო თვითმპრინავები, რომლის ექსპლუატაციის ვადა უკვე იწურება... შეირაღების ვერანაირი სისტემა ვერ გადაარჩენს უკრაინას რუსეთის სამხედრო და სამრეწველო ძლევამოსილების რეალობისგან ან კიდევ უფრო მტკივნეული გეოგრაფიული რეალობისგან“. გამოცემა ასკვნის: „ უკრაინამ რუსეთთან ომი წააგო’. უფრო ზუზტად კი - პროქსი- ომი წააგეს აშშ - მ და ნატომ. მაგათთვის უკრაინა ძველი საბრძოლო ტექნიკის საყრელად იქცა...
ამერიკული „ომის შესწავლის ინსტიტუტმა“ გააანალიზა უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლის ალექსანდრ სირსკის ახლახანს მომზადებული მოხსენება და იწინასწარმეტყველა უახლოეს მომავალში, დნეპრის მარჯვენა ნაპირზე უკრაინის თავდაცვის კრახი...
და მართლაც, რუსეთის შეიარაღებული ძალები წარმატებით ახორციელებენ შეტევას, 12 მარტს კონტროლი დაამყარეს ახალ ტერიტორიებზე კურახოვის მიმართულებით...
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0