https://sputnik-georgia.com/20240317/ramdeni-tvirti-gadaamushaves-saqartvelos-portebma-286895876.html
რამდენი ტვირთი გადაამუშავეს საქართველოს ნავსადგურებმა - ახალი სტატისტიკა
რამდენი ტვირთი გადაამუშავეს საქართველოს ნავსადგურებმა - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
საქართველოში ამჟამად ორი – ბათუმისა და ფოთის ნავსადგური მუშაობს. ტვირთის ძირითადი ნაკადი ფოთის პორტით გადის. 17.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-17T17:05+0400
2024-03-17T17:05+0400
2024-03-17T17:05+0400
საქართველო
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პორტები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23646/13/236461329_0:103:2000:1228_1920x0_80_0_0_f6d8a6d0a9973550269e2c89ee4b083e.jpg
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. 2023 წელს საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 13,9 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს, რაც 7,5%-ით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.უწყების ცნობით, გადამუშავებული ტვირთების 43,3% გენერალური ტვირთია, 31,7% – თხევადი, 25% კი – ნაყარი ტვირთი.საანგარიშო პერიოდში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში შემოვიდა 1.619 გემი, რომელთა 34,5% გენერალური ტვირთის გადამზიდია, 29,3% – თხევადი ტვირთმზიდი, 27,2% – კონტეინერმზიდი, ხოლო 9% ნაყარ ტვირთმზიდებზე, სპეციალიზებულ გემებზე და ბუქსირებზე ნაწილდება.გასულ წელს საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა მიიღეს 47,7%-ით მეტი კონტეინერმზიდი, 37,9%-ით ნაკლები თხევადი ტვირთმზიდი, 9,4%-ით ნაკლები – გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი და 5,7%-ით ნაკლები სპეციალიზებული გემები და 3,1%-ით ნაკლები – თხევადი ტვირთმზიდი.აღნიშნულ პერიოდში პორტებსა და ტერმინალებში შემოსული გემების 17,6% თურქეთის დროშით დაცურავდა, 15,6% – პანამის, 14,6% – ლიბერიის, 9,1% – მალტის, 4,6% - რუსეთის, 4,4%-ბულგარეთის, ხოლო 34,1% სხვა ქვეყნებზე გადანაწილდა.მგზავრების გადაყვანაგარდა ამისა, 2023 წელს საქართველოს საზღვაო პორტებში მგზავრთნაკადი გაიზარდა.საანგარიშო პერიოდში საქართველოს ნავსადგურები 11,1 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 45%-ით მეტია 22 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საქართველოში ამჟამად ორი – ბათუმისა და ფოთის ნავსადგური მუშაობს. ტვირთის ძირითადი ნაკადი ფოთის პორტით გადის. ამ პორტის მინუსი მისი შედარებით მცირე სიღრმეა – ამჟამად ნავსადგურს არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23646/13/236461329_112:0:1888:1332_1920x0_80_0_0_3ae6ea6c5c0774dbd20af21556010517.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პორტები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პორტები, საზოგადოება, ახალი ამბები
რამდენი ტვირთი გადაამუშავეს საქართველოს ნავსადგურებმა - ახალი სტატისტიკა
საქართველოში ამჟამად ორი – ბათუმისა და ფოთის ნავსადგური მუშაობს. ტვირთის ძირითადი ნაკადი ფოთის პორტით გადის.
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. 2023 წელს საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 13,9 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს, რაც 7,5%-ით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
უწყების ცნობით, გადამუშავებული ტვირთების 43,3% გენერალური ტვირთია, 31,7% – თხევადი, 25% კი – ნაყარი ტვირთი.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში შემოვიდა 1.619 გემი, რომელთა 34,5% გენერალური ტვირთის გადამზიდია, 29,3% – თხევადი ტვირთმზიდი, 27,2% – კონტეინერმზიდი, ხოლო 9% ნაყარ ტვირთმზიდებზე, სპეციალიზებულ გემებზე და ბუქსირებზე ნაწილდება.
გასულ წელს საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა მიიღეს 47,7%-ით მეტი კონტეინერმზიდი, 37,9%-ით ნაკლები თხევადი ტვირთმზიდი, 9,4%-ით ნაკლები – გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი და 5,7%-ით ნაკლები სპეციალიზებული გემები და 3,1%-ით ნაკლები – თხევადი ტვირთმზიდი.
აღნიშნულ პერიოდში პორტებსა და ტერმინალებში შემოსული გემების 17,6% თურქეთის დროშით დაცურავდა, 15,6% – პანამის, 14,6% – ლიბერიის, 9,1% – მალტის, 4,6% - რუსეთის, 4,4%-ბულგარეთის, ხოლო 34,1% სხვა ქვეყნებზე გადანაწილდა.
გარდა ამისა, 2023 წელს საქართველოს საზღვაო პორტებში მგზავრთნაკადი გაიზარდა.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს ნავსადგურები 11,1 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 45%-ით მეტია 22 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქართველოში ამჟამად ორი – ბათუმისა და ფოთის ნავსადგური მუშაობს. ტვირთის ძირითადი ნაკადი ფოთის პორტით გადის. ამ პორტის მინუსი მისი შედარებით მცირე სიღრმეა – ამჟამად ნავსადგურს არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.