მეუფე შიო: სინანული გულისხმობს სიკეთესა და ბოროტებას შორის არსებული ზღვარის შეგრძნებას

© photo: Sputnik / Stringerსანთლები
სანთლები - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2024
გამოწერა
შენდობის დღე წინ უძღვის დიდ მარხვას, რომელიც, ქრისტიანული სწავლებით, სწორედ სინანულისა და სულიერი განწმენდის მარხვას წარმოადგენს.თბილისი, 26 თებერვალ
თბილისი, 17 მარტი - Sputnik. დიდი მარხვის მიზანი არის სინანული და კვლევა საკუთარი სულისა, დანახვა საკუთარი ცოდვებისა, განაცხადა საქართველოს პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ (მუჯირი) სამების ტაძარში ქადაგებისას
დღეს, 17 მარტს განსაკუთრებული დღეა. მას შენდობის დღე ეწოდება და წელიწადში მხოლოდ ერთხელ დგება. „ეს არის ზეიმი ცისა და ქვეყანისა, რადგან თუნდაც ერთი მონანული ადამიანის გამოც დიდი სიხარულია ცათა შინა.“
საეკლესიო სწავლებით, მართლმადიდებელი ქრისტიანები ამ დღეს ერთმანეთს შენდობასა და მიტევებას სთხოვენ.
მეუფე იაკობმა შეახსენა მრევლს შენდობის ძალა და ის, რომ ყველაფერი უფლის ნებაზეა დამოკიდებული.
„სინანული, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სიკეთესა და ბოროტებას შორის არსებული ზღვრის მძაფრად შეგრძნებას. სინანული გვიხსნის ცოდნას ღმერთზე, არა მხოლოდ ბოროტებასა და ეშმაკზე, არამედ - სიკეთესა და ღმერთზე. გვიხსნის იმას, თუ რა არის სიკეთე და თუ ვინ არის ღმერთი. ამიტომ ეს მარხვისა და სინანულის მწუხარება აღარ არის ბნელი, არამედ ნათელია და სავსეა სიხარულით", - განაცხადა მეუფე შიომ.
მისი თქმით, ადამიანებმა ყველაფერი უნდა გაააკეთონ, რათა „მშვიდობა სუფევდეს“.
შენდობის დღე წინ უძღვის დიდ მარხვას, რომელიც, ქრისტიანული სწავლებით, სწორედ სინანულისა და სულიერი განწმენდის მარხვას წარმოადგენს.
მართლმადიდებლური სამყარო დღეს შენდობის დღეს აღნიშნავს>>>
ამ დღეს ყველა ტაძარში აღესრულება საგანგებო ღვთისმსახურება, იკითხება შენდობის ლოცვები. ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას შეუნდობს. შენდობის წესის დროს კათოლიკოს-პატრიარქი თავად ითხოვს შენდობას.
მიტევების კვირა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში დააწესეს ეგვიპტის უდაბოში მოღვაწე მამებმა. ამ დღეს ბერები ერთმანეთისგან ცოდვების შენდობას ითხოვდნენ და უდაბნოში აღდგომის საგალობლების გალობით მიდიოდნენ, რადგან არ იცოდნენ, მშვიდობით დაბრუნდებოდნენ თუ არა თავიანთ მონასტრებში აღდგომისათვის.
ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სწორედ სინანულის არქონა გახდა. ამიტომ, ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ და შენდობისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება.
წელს დიდმარხვა 18 მარტიდან დაიწყება და 5 მაისს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.
ყველა ახალი ამბავი
0