https://sputnik-georgia.com/20240317/gmirta-moedanze-miwisqvesha-gadasasvleli-remontdeba-286893739.html
როდის დასრულდება გმირთა მოედანზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის სარემონტო სამუშაოები?
როდის დასრულდება გმირთა მოედანზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის სარემონტო სამუშაოები?
Sputnik საქართველო
მიწისქვეშა გადასასვლელის საერთო სიგრძე 610 მეტრია, ფართობი კი - 3,030 კვადრატული მეტრი. 17.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-17T16:29+0400
2024-03-17T16:29+0400
2024-03-17T16:29+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23830/10/238301021_16:0:2032:1134_1920x0_80_0_0_97919747f9435ea393525bec2799c2c2.jpg
თბილისი, 17 მარტი – Sputnik. გმირთა მოედანზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში სარემონტო სამუშაოები გრძელდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით.უწყების ცნობით, გარკვეულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დამთავრებულია, სრულად კი სამუშაოები აპრილის ბოლოს დასრულდება.გავრცელებული ინფორმაციით, ყველა გვირაბში ხორციელდება სამღებრო სამუშაოები, მონტაჟდება სანათები, მოეწყო ახალი ცხაურები, მოაჯირები, იცვლება კიბის დაზიანებული საფეხურები და პარაპეტის ფილები. მიმდინარე სამუშაო პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია გაეცნო.მიწისქვეშა გადასასვლელის საერთო სიგრძე 610 მეტრია, ფართობი კი - 3,030 კვადრატული მეტრი.როგორც თბილისის მერიაში განაცხადეს, უსაფრთხოებისა და ვანდალიზმის ფაქტების პრევენციის მიზნით, მიწისქვეშა გადასასვლელის ყველა გვირაბში დამონტაჟებულია ვიდეოკამერები და 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს მონიტორინგი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23830/10/238301021_268:0:1780:1134_1920x0_80_0_0_02f887d0286e522c7f356d9ef58de6ce.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
როდის დასრულდება გმირთა მოედანზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის სარემონტო სამუშაოები?
მიწისქვეშა გადასასვლელის საერთო სიგრძე 610 მეტრია, ფართობი კი - 3,030 კვადრატული მეტრი.
თბილისი, 17 მარტი – Sputnik. გმირთა მოედანზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში სარემონტო სამუშაოები გრძელდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით.
უწყების ცნობით, გარკვეულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დამთავრებულია, სრულად კი სამუშაოები აპრილის ბოლოს დასრულდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ყველა გვირაბში ხორციელდება სამღებრო სამუშაოები, მონტაჟდება სანათები, მოეწყო ახალი ცხაურები, მოაჯირები, იცვლება კიბის დაზიანებული საფეხურები და პარაპეტის ფილები.
მიმდინარე სამუშაო პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია გაეცნო.
„გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში სარემონტო სამუშაოების ტემპი აქტიურია. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, გვიწევს გადაადგილების ნაწილობრივ შეზღუდვა, თუმცა სრულად გადასასვლელი არ არის გადაკეტილი. მოქალაქეებს ბოდიშს ვუხდით შეფერხებისთვის, სამუშაოები მაქსიმალურად სწრაფად დასრულდება“, - განაცხადა დავით ფაჩულიამ.
მიწისქვეშა გადასასვლელის საერთო სიგრძე 610 მეტრია, ფართობი კი - 3,030 კვადრატული მეტრი.
როგორც თბილისის მერიაში განაცხადეს, უსაფრთხოებისა და ვანდალიზმის ფაქტების პრევენციის მიზნით, მიწისქვეშა გადასასვლელის ყველა გვირაბში დამონტაჟებულია ვიდეოკამერები და 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს მონიტორინგი.