https://sputnik-georgia.com/20240316/xonsi-yofilma-sizem-sidedri-dawra-286879774.html
ხონში ყოფილმა სიძემ სიდედრი დაჭრა
ხონში ყოფილმა სიძემ სიდედრი დაჭრა
Sputnik საქართველო
სამართალდამცველები სავარაუდო დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ. 16.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-16T15:20+0400
2024-03-16T15:20+0400
2024-03-16T15:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
იმერეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/1d/285965614_0:240:1280:960_1920x0_80_0_0_0b3def793d1ff576657a109c1a42be03.jpg
თბილისი, 16 მარტი - Sputnik. ხონში, დევნილთა დასახლებაში ყოფილმა სიძემ ცეცხლსასროლი იარაღით სიდედრი დაჭრა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ყოფილი ცოლის ოჯახში სანადირო თოფით მივიდა და რამდენჯერმე გაისროლა.50 წლამდე ასაკის ქალი ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას დაზიანებები ზურგის არეში აქვს მიყენებული.რა გახდა მომხდარის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. ადგილობრივების ინფორმაციით, სანადირო თოფით შეიარაღებულ კაცს ყოფილ მეუღლესთან საუბარი სურდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ყოფილმა სიდედრმა უარი განუცხადა, მან თოფიდან რამდენჯერმე გაისროლა. მეუღლეებს შორის კონფლიქტი წარსულშიც იყო და მამაკაცს ცოლზე ძალადობის გამო პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სამართალდამცველები სავარაუდო დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ.წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“
საქართველო
იმერეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/1d/285965614_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_57e3595ae89ff75920fd49b158948c6d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, იმერეთი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, იმერეთი
ხონში ყოფილმა სიძემ სიდედრი დაჭრა
სამართალდამცველები სავარაუდო დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ.
თბილისი, 16 მარტი - Sputnik. ხონში, დევნილთა დასახლებაში ყოფილმა სიძემ ცეცხლსასროლი იარაღით სიდედრი დაჭრა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ყოფილი ცოლის ოჯახში სანადირო თოფით მივიდა და რამდენჯერმე გაისროლა.
50 წლამდე ასაკის ქალი ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას დაზიანებები ზურგის არეში აქვს მიყენებული.
რა გახდა მომხდარის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. ადგილობრივების ინფორმაციით, სანადირო თოფით შეიარაღებულ კაცს ყოფილ მეუღლესთან საუბარი სურდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ყოფილმა სიდედრმა უარი განუცხადა, მან თოფიდან რამდენჯერმე გაისროლა. მეუღლეებს შორის კონფლიქტი წარსულშიც იყო და მამაკაცს ცოლზე ძალადობის გამო პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სამართალდამცველები სავარაუდო დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ.