https://sputnik-georgia.com/20240316/saqartvelosi-sapensio-sesxebze-saprocento-ganakveti-semcirda-286879040.html
საქართველოში საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა
საქართველოში საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა
Sputnik საქართველო
2023 წლის 1 იანვრიდან საქართველოში საპენსიო სესხების პროცენტული განაკვეთი 35%-დან 26%-მდე შემცირდა. თუმცა საპენსიო სესხის პროცენტის შემცირება 2023 წლის... 16.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-16T13:10+0400
2024-03-16T13:10+0400
2024-03-16T13:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23727/54/237275474_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_7a27edeb96383e347220cafeb68d8678.jpg
თბილისი, 16 მარტი— Sputnik. 15 მარტიდან პენსიონრებისთვის სესხებზე საპროცენტო განაკვეთები 25%-მდე შემცირდა, ნათქვამია Liberty Bank-ის განცხადებაში.პენსიონერებისთვის, რომლებმაც სესხი 2023 წლის 1 იანვრამდე აიღეს, პროცენტის შემცირების გადაწყვეტილება თებერვლის ბოლოს ბანკსა და მთავრობას შორის გამართულ მოლაპარაკებებზეა მიღწეული.ბანკის ინფორმაციით, კორექტირება 15 მარტიდან მოხდა.2023 წლის 1 იანვრიდან საქართველოში საპენსიო სესხების პროცენტული განაკვეთი 35%-დან 26%-მდე შემცირდა. თუმცა საპენსიო სესხის პროცენტის შემცირება 2023 წლის იანვრამდე აღებულ სესხებზე არ ვრცელდებოდა.საპენსიო სესხები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა. სესხების თემა კობახიძის ხელმძღვანელობით მთავრობის დამტკიცების დროსაც წამოიჭრა. მაშინ ითქვა, რომ საპარლამენტო ჯგუფი აქტიურად მუშაობს სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირების მიმართულებით.გასული წლის მესამე კვარტლის ბოლოს არსებული მონაცემებით, პენსიების გამცემ „ლიბერთი ბანკში“ (Liberty Bank) კრედიტი თითქმის 354 ათას პენსიონერსა და სოციალურად დაუცველს ჰქონდა, რაც ჯამში 400 მილიონ ლარს აჭარბებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23727/54/237275474_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_aecf3fcdb71bd6d73a68ccd5ab995e61.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოში საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა
2023 წლის 1 იანვრიდან საქართველოში საპენსიო სესხების პროცენტული განაკვეთი 35%-დან 26%-მდე შემცირდა. თუმცა საპენსიო სესხის პროცენტის შემცირება 2023 წლის იანვრამდე აღებულ სესხებზე არ ვრცელდებოდა.
თბილისი, 16 მარტი— Sputnik. 15 მარტიდან პენსიონრებისთვის სესხებზე საპროცენტო განაკვეთები 25%-მდე შემცირდა, ნათქვამია Liberty Bank-ის განცხადებაში.
პენსიონერებისთვის, რომლებმაც სესხი 2023 წლის 1 იანვრამდე აიღეს, პროცენტის შემცირების გადაწყვეტილება თებერვლის ბოლოს ბანკსა და მთავრობას შორის გამართულ მოლაპარაკებებზეა მიღწეული.
„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბანკის ინფორმაციით, კორექტირება 15 მარტიდან მოხდა.
2023 წლის 1 იანვრიდან საქართველოში საპენსიო სესხების პროცენტული განაკვეთი 35%-დან 26%-მდე შემცირდა. თუმცა საპენსიო სესხის პროცენტის შემცირება 2023 წლის იანვრამდე აღებულ სესხებზე არ ვრცელდებოდა.
საპენსიო სესხები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა. სესხების თემა კობახიძის ხელმძღვანელობით მთავრობის დამტკიცების დროსაც წამოიჭრა. მაშინ ითქვა, რომ საპარლამენტო ჯგუფი აქტიურად მუშაობს სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირების მიმართულებით.
გასული წლის მესამე კვარტლის ბოლოს არსებული მონაცემებით, პენსიების გამცემ „ლიბერთი ბანკში“ (Liberty Bank) კრედიტი თითქმის 354 ათას პენსიონერსა და სოციალურად დაუცველს ჰქონდა, რაც ჯამში 400 მილიონ ლარს აჭარბებს.