საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ილია თოფურია ჩამოდის

© AFP 2024 / JAVIER SORIANOილია თოფურია
ილია თოფურია - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2024
გამოწერა
რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 18:30 საათზე დაეშვება.
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოწვევით საქართველოში 18 მარტს UFC-ს ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი ქვემსუბუქ წონაში, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ჩამოვა.
შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველმა პროფესიონალმა მებრძოლმა ილია თოფურიამ, რომელსაც იანვარში 27 წელი შეუსრულდა, 18 თებერვალს საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქვემსუბუქ წონაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა.
საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მიხეილ ფეიქრიშვილის ინფორმაციით, რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 18:30 საათზე დაეშვება.
© courtesy of Ilia Topuriaილია თოფურია
ილია თოფურია - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2024
ილია თოფურია
გარდა ამისა, ილია თოფურია 21 მარტს საქართველოსა და ლუქსემბურგის უმნიშვნელოვანესი მატჩის დაწყებამდე საჩემპიონო ქამარს „დინამო არენაზე“ შეკრებილი მაყურებლების წინაშე წარადგენს.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2024 წლის 21 მარტს ერთა ლიგის პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს შეხვდება და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ნაწილში გასვლაზე იბრძოლებს. გუნდს ვერ დაეხმარება ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მატჩს ყვითელი ბარათების ლიმიტის გადაჭარბების გამო გამოტოვებს.
ილია თოფურიასთვის ვოლკანოვსკისთან გამარჯვება MMA-ში ზედიზედ მე-15 იყო, მას კარიერაში არასდროს წაუგია. რაც შეეხება ვოლკანოვსკის, ავსტრალიელმა საჩემპიონო ქამარი ზედიზედ ხუთჯერ დაიცვა.
ავსტრალიის წარმომადგენელთან გამარჯვებისთვის თოფურიამ 350 ათასი დოლარი მიიღო, ორგანიზატორებმა კი საუკეთესო ჩატარებული ბრძოლისთვის კიდევ 50 ათასი დაამატეს.
ბრძოლის შემდეგ თოფურიამ გამოიწვია ცნობილი ირლანდიელი მებრძოლი, ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი, რომელიც მსუბუქ და ქვემსუბუქ წონაში ასპარეზობს.
ყველა ახალი ამბავი
0