https://sputnik-georgia.com/20240316/saeklesio-kalendari-16-marti-286870918.html
საეკლესიო კალენდარი: 16 მარტი
საეკლესიო კალენდარი: 16 მარტი
Sputnik საქართველო
მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს: იოანე (ოქროპირ) IV-ისა, საქართველოს კათოლიკოსისა; მოწამეთა: ევტროპისი, კლეონიკესი და ვასილისკოსი (კომანში... 16.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-16T09:00+0400
2024-03-16T09:00+0400
2024-03-16T09:00+0400
საქართველო
საეკლესიო კალენდარი
რელიგია
პრეს-რელიზები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0a/284138549_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_a4e34916d9c9473025d474d3c1f1991f.jpg
მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს: იოანე (ოქროპირ) IV-ისა, საქართველოს კათოლიკოსისა; მოწამეთა: ევტროპისი, კლეონიკესი და ვასილისკოსი (კომანში აღსრულებულისა); ღირსისა პიამა ქალწულისა; წმიდათა ზენონისა და ზოილესი; მღვდელმოწამისა თეოდორიტე ანტიოქიელი ზუცისა.Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ მოიხსენიებს მათ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია:წმიდა იოანე - ოქროპირ კათოლიკოსიდაიბადა დაახ. X სს. 20-იან წლებში. წმიდანი დაახლოებით 980-1001 წლებში განაგებდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას.კათოლიკოსი ბასილი III (1065-1080) თხზულებაში „თხრობაჲ სასწაულთათვის წმიდისა და ღმერთშემოსილისა მამისა შიოსა“ მოთხრობილია, რომ წმიდა იოანეს მშობლებს დიდხანს არ ჰყავდათ შვილი და წმიდა შიო მღვიმელს (ხს. 9 მაისს) ევედრებოდნენ მეოხებას. შვილის შეძენის შემდეგ ღვთისმოშიშმა მშობლებმა შვილი აღსაზრდელად შიო მღვიმის მონასტერში მიაბარეს. სწორედ მონასტერში შეიძინა წმიდა იოანემ ის სიწმიდე და სიბრძნე, რის გამოც ერმა მას ოქროპირ კათოლიკოსი უწოდა და ასე შევიდა იგი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში. წმიდა იოანე-ოქროპირ კათოლიკოსის შესახებ ვკითხულობთ, რომ იგი „ყოვლითურთ იქნა სწორ იოანე ოქროპირისა, რომლისა სათნოებანი და საქმენი უკეთუ ვინმეს უნდენ ცნობად, მიიღედ ხელად მისთვის აღწერილი წიგნი“ (რომელიც სამწუხაროდ დაკარგულია და აღარ მოგვეპოვება).საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ცნობილია მეორე იოანე ოქროპირ-კათოლიკოსი, რომელსაც 1033-1049 წლებში ეპყრა საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტი. იგი იყო აღზრდილი და მემკვიდრე წმიდა მელქისედექ კათალიკოს-პატრიარქისა (ხს. 1 ოქტომბერს), რომლის ცხოვრებაც ასევე წმიდა იყო როგორც მისი წინამორბედი და შემდგომი კათოლიკოს-პატრიარქებისა, ამიტომაც წმიდა იოანე IV და იოანე V ხშირად აიგივებენ ერთმანეთთან.მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
https://sputnik-georgia.com/20240315/saeklesio-kalendari-15-marti-286856380.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0a/284138549_346:0:3077:2048_1920x0_80_0_0_83744f351c233c9759308702b96949aa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია, პრეს-რელიზები
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია, პრეს-რელიზები
საეკლესიო კალენდარი: 16 მარტი
მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს: იოანე (ოქროპირ) IV-ისა, საქართველოს კათოლიკოსისა; მოწამეთა: ევტროპისი, კლეონიკესი და ვასილისკოსი (კომანში აღსრულებულისა); ღირსისა პიამა ქალწულისა; წმიდათა ზენონისა და ზოილესი; მღვდელმოწამისა თეოდორიტე ანტიოქიელი ზუცისა.
მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს: იოანე (ოქროპირ) IV-ისა, საქართველოს კათოლიკოსისა; მოწამეთა: ევტროპისი, კლეონიკესი და ვასილისკოსი (კომანში აღსრულებულისა); ღირსისა პიამა ქალწულისა; წმიდათა ზენონისა და ზოილესი; მღვდელმოწამისა თეოდორიტე ანტიოქიელი ზუცისა.
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ მოიხსენიებს მათ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია:
წმიდა იოანე - ოქროპირ კათოლიკოსი
დაიბადა დაახ. X სს. 20-იან წლებში. წმიდანი დაახლოებით 980-1001 წლებში განაგებდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას.
კათოლიკოსი ბასილი III (1065-1080) თხზულებაში „თხრობაჲ სასწაულთათვის წმიდისა და ღმერთშემოსილისა მამისა შიოსა“ მოთხრობილია, რომ წმიდა იოანეს მშობლებს დიდხანს არ ჰყავდათ შვილი და წმიდა შიო მღვიმელს (ხს. 9 მაისს) ევედრებოდნენ მეოხებას. შვილის შეძენის შემდეგ ღვთისმოშიშმა მშობლებმა შვილი აღსაზრდელად შიო მღვიმის მონასტერში მიაბარეს. სწორედ მონასტერში შეიძინა წმიდა იოანემ ის სიწმიდე და სიბრძნე, რის გამოც ერმა მას ოქროპირ კათოლიკოსი უწოდა და ასე შევიდა იგი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში. წმიდა იოანე-ოქროპირ კათოლიკოსის შესახებ ვკითხულობთ, რომ იგი „ყოვლითურთ იქნა სწორ იოანე ოქროპირისა, რომლისა სათნოებანი და საქმენი უკეთუ ვინმეს უნდენ ცნობად, მიიღედ ხელად მისთვის აღწერილი წიგნი“ (რომელიც სამწუხაროდ დაკარგულია და აღარ მოგვეპოვება).
საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ცნობილია მეორე იოანე ოქროპირ-კათოლიკოსი, რომელსაც 1033-1049 წლებში ეპყრა საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტი. იგი იყო აღზრდილი და მემკვიდრე წმიდა მელქისედექ კათალიკოს-პატრიარქისა (ხს. 1 ოქტომბერს), რომლის ცხოვრებაც ასევე წმიდა იყო როგორც მისი წინამორბედი და შემდგომი კათოლიკოს-პატრიარქებისა, ამიტომაც წმიდა იოანე IV და იოანე V ხშირად აიგივებენ ერთმანეთთან.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით