https://sputnik-georgia.com/20240316/rusetis-saprezidento-arcevnebze-aqtivobam-45-procents-gadaawarba-286884421.html
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში აქტივობამ 45 პროცენტს გადააჭარბა
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში აქტივობამ 45 პროცენტს გადააჭარბა
Sputnik საქართველო
კენჭისყრა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება 16.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-16T17:36+0400
2024-03-16T17:36+0400
2024-03-16T17:36+0400
რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2024
რუსეთი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/0f/286864371_0:134:3068:1860_1920x0_80_0_0_85320e594918b1a84f277ca5fb6b0a4e.jpg
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის მეორე დღეს მოსკოვის დროით 15:13 საათისთვის აქტივობამ 45,02 პროცენტი შეადგინა, ნათქვამია ქვეყნის ცესკოს ვებგვერდზე.მოსკოვის დროით 13:32 საათისთვის ეს მაჩვენებელი 40,05% იყო.2018 წლის არჩევნებზე, როდესაც კენჭისყრა ჩატარდა ერთ დღეს, მოსკოვის დროით 10:00 საათისთვის აქტივობა 16,55 პროცენტი იყო, შუადღისთვის - 34,72, 17:00 საათისთვის - 51,9. მაშინ საერთო აქტივობამ 67 პროცენტს გადააჭარბა.ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. ხმის მიცემა სამი დღე გაგრძელდება: 15, 16 და 17 მარტს.პირველი საარჩევნო უბნები კამჩატკასა და ჩუკოტკაში ხუთშაბათს, მოსკოვის დროით 23:00 საათზე გაიხსნა. პარასკევს 9:00 საათზე ხმის მიცემის პუნქტები გაიხსნა რუსეთის ყველაზე დასავლეთ რეგიონში - კალინინგრადის ოლქში. ვადაზე ადრე ხმა თითქმის 2,6 მილიონმა ადამიანმა მისცა.სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ოთხი კანდიდატი იბრძვის: ლეონიდ სლუცკი, ნიკოლაი ხარიტონოვი, ვლადისლავ დავანკოვი და ვლადიმირ პუტინი.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/0f/286864371_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_24688d9771ae796597eb590e08e3bab0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, პოლიტიკა
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში აქტივობამ 45 პროცენტს გადააჭარბა
კენჭისყრა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის მეორე დღეს მოსკოვის დროით 15:13 საათისთვის აქტივობამ 45,02 პროცენტი შეადგინა, ნათქვამია ქვეყნის ცესკოს ვებგვერდზე.
მოსკოვის დროით 13:32 საათისთვის ეს მაჩვენებელი 40,05% იყო.
2018 წლის არჩევნებზე, როდესაც კენჭისყრა ჩატარდა ერთ დღეს, მოსკოვის დროით 10:00 საათისთვის აქტივობა 16,55 პროცენტი იყო, შუადღისთვის - 34,72, 17:00 საათისთვის - 51,9. მაშინ საერთო აქტივობამ 67 პროცენტს გადააჭარბა.
ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. ხმის მიცემა სამი დღე გაგრძელდება: 15, 16 და 17 მარტს.
პირველი საარჩევნო უბნები კამჩატკასა და ჩუკოტკაში ხუთშაბათს, მოსკოვის დროით 23:00 საათზე გაიხსნა. პარასკევს 9:00 საათზე ხმის მიცემის პუნქტები გაიხსნა რუსეთის ყველაზე დასავლეთ რეგიონში - კალინინგრადის ოლქში. ვადაზე ადრე ხმა თითქმის 2,6 მილიონმა ადამიანმა მისცა.
სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ოთხი კანდიდატი იბრძვის: ლეონიდ სლუცკი, ნიკოლაი ხარიტონოვი, ვლადისლავ დავანკოვი და ვლადიმირ პუტინი.