https://sputnik-georgia.com/20240316/rusetis-moqalaqeebs-saprezidento-arcevnebsi-xmis-mcema-somxetsa-da-turqetsi-seuzliat-286880660.html
რუსეთის მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემა სომხეთსა და თურქეთში შეუძლიათ
რუსეთის მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემა სომხეთსა და თურქეთში შეუძლიათ
Sputnik საქართველო
საქართველოში საარჩევნო უბნები ვერ იხსნება ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო 16.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-16T16:40+0400
2024-03-16T16:40+0400
2024-03-16T16:40+0400
რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2024
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/0f/286866485_0:48:3070:1775_1920x0_80_0_0_a1c45a0af2f51df66146ac72f6a577f7.jpg
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. საქართველოში მცხოვრებ ან დროებით მყოფ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მეზობელ ქვეყნებში - სომხეთსა და თურქეთში.უცხოეთში გახსნილ უბნებზე არჩევნები 17 მარტს გაიმართება. სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ოთხი კანდიდატი იბრძვის: ლეონიდ სლუცკი, ნიკოლაი ხარიტონოვი, ვლადისლავ დავანკოვი და ვლადიმირ პუტინი.საარჩევნო უბნები 17 მარტს 8:00-დან 20:00 საათამდე (ადგილობრივი დროით) იქნება გახსნილი რუსეთის საელჩოში ერევანში, რუსეთის გენერალურ საკონსულოში გიუმრიში, ასევე რუსეთის გენერალურ საკონსულოში ტრაპიზონში.საქართველოში საარჩევნო უბნები ვერ იხსნება ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/0f/286866485_339:0:3070:2048_1920x0_80_0_0_cb4e131d358345b38b6e9e1333facf8a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი
რუსეთის მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემა სომხეთსა და თურქეთში შეუძლიათ
საქართველოში საარჩევნო უბნები ვერ იხსნება ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. საქართველოში მცხოვრებ ან დროებით მყოფ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მეზობელ ქვეყნებში - სომხეთსა და თურქეთში.
უცხოეთში გახსნილ უბნებზე არჩევნები 17 მარტს გაიმართება. სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ოთხი კანდიდატი იბრძვის: ლეონიდ სლუცკი, ნიკოლაი ხარიტონოვი, ვლადისლავ დავანკოვი და ვლადიმირ პუტინი.
საარჩევნო უბნები 17 მარტს 8:00-დან 20:00 საათამდე (ადგილობრივი დროით) იქნება გახსნილი რუსეთის საელჩოში ერევანში, რუსეთის გენერალურ საკონსულოში გიუმრიში, ასევე რუსეთის გენერალურ საკონსულოში ტრაპიზონში.
საქართველოში საარჩევნო უბნები ვერ იხსნება ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.