მშვიდობა რეგიონში და სამომავლო პერსპექტივები - პრემიერის ბაქოში ვიზიტის მთავარი ასპექტები

© Official website of President of Azerbaijan Republicსაქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრა - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2024
გამოწერა
კობახიძის შეხვედრა ალიევთან პრემიერის რანგში პირველი ვიზიტის ფარგლებში გაიმართა
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს.
© Official website of President of Azerbaijan Republicსაქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრა
Встреча премьер-министра Грузии Ираклия Кобахидзе и президента Азербайджана Ильхама Алиева - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2024
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრა
კობახიძის შეხვედრა ალიევთან პრემიერის რანგში პირველი ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიმდინარე წლის 8 თებერვალს გახდა. მან ამ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში.
„ჩვენ გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი, სტრატეგიული პროექტი, რაც ეკონომიკური კუთხითაც სტრატეგიულად აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას. არის მასშტაბური, მეგა პროექტები, რომლებიც უკვე განხორციელდა და არის მნიშვნელოვანი გეგმები ამ მიმართულებით“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საუბრისას მხარეები შეეხნენ ახალი პროექტების თემას, რომელთა განხორციელებაც ერთიანი ძალისხმევით უნდა მოხდეს.
© Official website of President of Azerbaijan Republicსაქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრა
Встреча премьер-министра Грузии Ираклия Кобахидзе и президента Азербайджана Ильхама Алиева - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2024
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრა
„სატრანსპორტო სფეროში, ენერგეტიკულ სფეროში არის თანამშრომლობის განვითარების დიდი პერსპექტივა“, - აღნიშნა კობახიძემ.
განხილვის კიდევ ერთი თემა რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის საკითხი იყო.
„მშვიდობა და სტაბილურობა არის ის, რასაც სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება ყოველთვის იყო ასეთი. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით მაქსიმალური წვლილი შეგვეტანა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში და რა თქმა უნდა, მომავალშიც ამ მიდგომით გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა შეხვედრაზე ილჰამ ალიევი საქართველოში მოიწვია.
© Official website of President of Azerbaijan Republicსაქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრა
Встреча премьер-министра Грузии Ираклия Кобахидзе и президента Азербайджана Ильхама Алиева - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2024
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრა
„ეს ვიზიტიც იქნება ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ გვაქვს პარტნიორობისა და ურთიერთობების არაჩვეულებრივი დონე, თუმცა ყოველთვის არსებობს რა თქმა უნდა სივრცე, ურთიერთობების განვითარებისთვის და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაღრმავდეს პარტნიორობა, მეგობრობა, თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის“, - განაცხადა პრემიერმა.
© Official website of President of Azerbaijan Republicსაქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრა
Встреча премьер-министра Грузии Ираклия Кобахидзе и президента Азербайджана Ильхама Алиева - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2024
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრა
თავის მხრივ, ალიევმა აღნიშნა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მნიშვნელობა. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს აზერბაიჯანში დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია მეზობელი, მეგობარი ქვეყნის მთავრობის მეთაურის ვიზიტი და ამ გაცნობის შემდეგ ჩვენი ურთიერთობები დიდ მეგობრობაში გადაიზრდება", - განაცხადა ალიევმა.
მშვიდობა და სტაბილურობა
ვიზიტის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.
„მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა და აქ, ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ასრულებდა დადებით როლს, შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ორმხრივი ურთიერთობები გაღრმავდეს და ხელი შევუწყოთ მშვიდობასა და სტაბილურობას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მსოფლიო არენაზე სამხრეთ კავკასიის როლის გაძლიერებაზე მუშაობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ამოცანაა.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის იმუშაოს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად და სთავაზობდა თბილისს, როგორც პლატფორმას მოლაპარაკებებისთვის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დასარეგულირებლად.
2021 წლის დეკემბერში ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივით გამოვიდა. მან მეზობელ ქვეყნებს შესთავაზა არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო. 2022 წლის ივლისში თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.
უკვე 2023 წლის ოქტომბერში, ყარაბაღის მოვლენების შემდეგ, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს პირისპირ პირველად საქართველოში შეხვდნენ.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ლოგისტიკის სფეროებში.
საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.
ყველა ახალი ამბავი
0