https://sputnik-georgia.com/20240316/irakli-kobaxize-azerbaijansi-oficialuri-vizitit-imyofeba-286879480.html
ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობის მეთაური აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდება 16.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-16T14:30+0400
2024-03-16T14:30+0400
2024-03-16T14:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
აზერბაიჯანი
კავკასია
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/17/286501717_50:187:1792:1167_1920x0_80_0_0_bd113abd5b52634dfa35acbe7aae38f4.jpg
თბილისი, 16 მარტი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია, ინფორმაცია საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ვრცელებს.ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ალი ახმედოვი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ზაგულბას სასახლეში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც ლიდერები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან.პრემიერი დელეგაციასთან ერთად პატივს მიაგებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ხსოვნას და მარადიული ცეცხლის მემორიალს გვირგვინით შეამკობს.ალიევმა და კობახიძემ მილოცვები ტელეფონით გაცვალეს >>საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი არიან.საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ლოგისტიკის სფეროებში.საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.წყარო - საქართველოს მთავრობა
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/17/286501717_246:0:1802:1167_1920x0_80_0_0_90b818dfc36356e9a14c97b44e49e7ce.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, კავკასია, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, კავკასია, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
საქართველოს მთავრობის მეთაური აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდება
თბილისი, 16 მარტი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია, ინფორმაცია საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ვრცელებს.
ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ალი ახმედოვი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ზაგულბას სასახლეში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც ლიდერები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან.
პრემიერი დელეგაციასთან ერთად პატივს მიაგებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ხსოვნას და მარადიული ცეცხლის მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი არიან.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ლოგისტიკის სფეროებში.
საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.