https://sputnik-georgia.com/20240315/saqartvelos-premieri-baqosa-da-erevans-moinaxulebs-gansaxilveli-temebi-286861002.html
საქართველოს პრემიერი ბაქოსა და ერევანს მოინახულებს: განსახილველი თემები
საქართველოს პრემიერი ბაქოსა და ერევანს მოინახულებს: განსახილველი თემები
Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი თვლის, რომ რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა ძალიან მნიშვნელოვანია. 15.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-15T16:40+0400
2024-03-15T16:40+0400
2024-03-15T16:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
აზერბაიჯანი
სომხეთი
კავკასია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/17/286502507_0:110:917:626_1920x0_80_0_0_fb2ee767fc14f35b4fcda390b9e33e52.jpg
თბილისი, 15 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შაბათს, 16 მარტს, მთავრობის მეთაურის რანგში პირველი ვიზიტით აზერბაიჯანში, ხოლო ერთი კვირის შემდეგ სომხეთში გაემგზავრება.კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიმდინარე წლის 8 თებერვალს გახდა. მან ამ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა.ვიზიტამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის ელჩთან საქართველოში ფაიგ გულიევთან და სომხეთის ელჩთან საქართველოში აშოტ სმბატიანთან. შეხვედრებზე განიხილეს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების საკითხები და მისი განვითარების პერსპექტივები.მშვიდობა და სტაბილურობავიზიტის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.„მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა და აქ, ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ასრულებდა დადებით როლს, შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ორმხრივი ურთიერთობები გაღრმავდეს და ხელი შევუწყოთ მშვიდობასა და სტაბილურობას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.მსოფლიო არენაზე სამხრეთ კავკასიის როლის გაძლიერებაზე მუშაობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ამოცანაა.საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის იმუშაოს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად და სთავაზობდა თბილისს, როგორც პლატფორმას მოლაპარაკებებისთვის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დასარეგულირებლად.2021 წლის დეკემბერში ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივით გამოვიდა. მან მეზობელ ქვეყნებს შესთავაზა არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო. 2022 წლის ივლისში თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.უკვე 2023 წლის ოქტომბერში, ყარაბაღის მოვლენების შემდეგ, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს პირისპირ პირველად საქართველოში შეხვდნენ.
საქართველო
აზერბაიჯანი
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/17/286502507_0:111:917:799_1920x0_80_0_0_0433c17dc8d07bc9cf1a7c3aacfe2f49.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, აზერბაიჯანი, სომხეთი, კავკასია
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, აზერბაიჯანი, სომხეთი, კავკასია
საქართველოს პრემიერი ბაქოსა და ერევანს მოინახულებს: განსახილველი თემები
საქართველოს პრემიერი თვლის, რომ რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა ძალიან მნიშვნელოვანია.
თბილისი, 15 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შაბათს, 16 მარტს, მთავრობის მეთაურის რანგში პირველი ვიზიტით აზერბაიჯანში, ხოლო ერთი კვირის შემდეგ სომხეთში გაემგზავრება.
კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიმდინარე წლის 8 თებერვალს გახდა. მან ამ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა.
„შაბათს იქნება ვიზიტი აზერბაიჯანში, ამას მოყვება ერთ კვირაში ვიზიტი სომხეთში. ყველა საკითხზე გვექნება საუბარი, რომელიც უკავშირდება ორმხრივ თანამშრომლობას“, - განაცხადა კობახიძემ.
ვიზიტამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის ელჩთან საქართველოში ფაიგ გულიევთან და სომხეთის ელჩთან საქართველოში აშოტ სმბატიანთან. შეხვედრებზე განიხილეს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების საკითხები და მისი განვითარების პერსპექტივები.
ვიზიტის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.
„მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა და აქ, ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ასრულებდა დადებით როლს, შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ორმხრივი ურთიერთობები გაღრმავდეს და ხელი შევუწყოთ მშვიდობასა და სტაბილურობას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მსოფლიო არენაზე სამხრეთ კავკასიის როლის გაძლიერებაზე მუშაობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ამოცანაა.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის იმუშაოს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად და სთავაზობდა თბილისს, როგორც პლატფორმას მოლაპარაკებებისთვის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დასარეგულირებლად.
2021 წლის დეკემბერში ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივით გამოვიდა. მან მეზობელ ქვეყნებს შესთავაზა არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო. 2022 წლის ივლისში თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.
უკვე 2023 წლის ოქტომბერში, ყარაბაღის მოვლენების შემდეგ, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს პირისპირ პირველად საქართველოში შეხვდნენ.