Голосование на выборах президента России за рубежом - Sputnik საქართველო, 1920
რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2024

რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები: რამდენმა ადამიანმა ხმა მისცა ონლაინ

© photo: Sputnik / Evgenia Novojenina / გადასვლა მედიაბანკშიარჩევნები რუსეთში
არჩევნები რუსეთში - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2024
გამოწერა
ამომრჩეველთა აქტივობამ 12:05 საათისთვის 5,66% შეადგინა, განაცხადეს ცესკოში.
თბილისი, 15 მარტი – Sputnik. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე უკვე მილიონ ნახევარზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა დისტანციურად, იტყობინება რუსეთის ციფრული განვითარების სამინისტრო ტელეგრამ-არხზე.
„13 საათში 1,6 მილიონმა ადამიანმა მისცა ხმა ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის გამოყენებით. ეს არის პლატფორმაზე რეგისტრირებული მომხმარებელთა 35%," - განმარტეს უწყებაში.
საერთო ჯამში, საპრეზიდენტო არჩევნებში დისტანციურად მონაწილეობის სურვილი დაახლოებით ხუთ მილიონამდე მოქალაქემ გამოთქვა.
ელექტრონული ხმის მიცემის სისტემით სარგებლობა შეუძლიათ 28 რეგიონის მცხოვრებლებს, რომლებმაც წინასწარ შეიტანეს განაცხადები სახელმწიფო სერვისების პორტალზე და მიიღეს სტატუსი „აღრიცხული“. ხმის მისაცემად, ადამიანი უნდა შევიდეს პორტალზე vybory.gov.ru-ზე, გაიაროს ავტორიზაცია და შეიყვანოს SMS-ით მიღებული კოდი.
მოსკოველებს არ სჭირდებათ განაცხადის შეტანა, მათთვის ხმის მიცემა ხდება პორტალზე mos.ru.
ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 17 მარტის 20:00 საათამდე გაგრძელდება.
ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. ხმის მიცემა სამი დღე გაგრძელდება: 15, 16 და 17 მარტს. სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ოთხი კანდიდატი იბრძვის: ლეონიდ სლუცკი, ნიკოლაი ხარიტონოვი, ვლადისლავ დავანკოვი და ვლადიმირ პუტინი.
მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები უკვე გაიხსნა, პირველი უბნები გუშინ მოსკოვის დროით 23:00 საათზე გაიხსნა კამჩატკასა და ჩუკოტკაში. პარასკევს 09:00 საათზე უბნები გაიხსნა რუსეთის ყველაზე დასავლეთ რეგიონში - კალინინგრადის ოლქში.
ამომრჩეველთა აქტივობამ 12:05 საათისთვის 5,66% შეადგინა, განაცხადეს ცესკოში.
ვადაზე ადრე ხმა მისცა 2,6 მილიონმა მოქალაქემ.
ყველა ახალი ამბავი
0