Голосование на выборах президента России за рубежом - Sputnik საქართველო, 1920
რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2024

რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები მოსკოვში: პირველ წუთებში ხმა მისცა 200 ათასამდე ადამიანმა

© photo: Sputnik / Aleksey MayhevМосковский Кремль.
Московский Кремль. - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2024
გამოწერა
ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა, ხმის მიცემა სამი დღე გაგრძელდება: 15, 16 და 17 მარტს.
თბილისი, 15 მარტი – Sputnik. მოსკოვში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაახლოებით 200 ათასმა ამომრჩეველმა კენჭისყრის პირველ წუთებში ელექტრონულად მისცა ხმა, იტყობინება მოსკოვში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის საზოგადოებრივი შტაბის Telegram-არხი.
„რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე დედაქალაქში კენჭისყრის პირველ წუთებში ელექტრონულად ხმა მისცა 200 ათასამდე ადამიანმა“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოსკოვში ხმის მიცემის რამდენიმე გზა არსებობს: პირი შეიძლება მივიდეს უბანზე და მისცეს ხმა ან ქაღალდის ბიულეტენის შევებით ან ელექტრონული ხმის მიცემის ტერმინალით, ხოლო მოქალაქეებს, რომლებიც მოსკოვის მერისა და მთავრობის პორტალზე არიან სრულყოფილ აღრიცხვაზე და გააჩნიათ მუდმივი რეგისტრაცია დედაქალაქში, ხმის მიცემა შეუძლიათ ნებისმიერ დროს დისტანციურად ვებსაიტზე elec.mos.ru.
ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. ხმის მიცემა სამი დღე გაგრძელდება: 15, 16 და 17 მარტს. სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ოთხი კანდიდატი იბრძვის: ლეონიდ სლუცკი, ნიკოლაი ხარიტონოვი, ვლადისლავ დავანკოვი და ვლადიმირ პუტინი.
ყველა ახალი ამბავი
0