https://sputnik-georgia.com/20240315/red-wings-airlines-----286859555.html
Red Wings Airlines საქართველოში ახალ რეისებს ამატებს
Red Wings Airlines საქართველოში ახალ რეისებს ამატებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. ავიაკომპანია Red Wings Airlines-მა რუსეთში საქართველოს მიმართულებით ახალი რეისების შესრულების ნებართვა მიიღო, ნათქვამია რუსეთის... 15.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-15T14:50+0400
2024-03-15T14:50+0400
2024-03-15T14:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1e/279138889_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_40801e4609441eab39b7b4389e1df4af.jpg
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. ავიაკომპანია Red Wings Airlines-მა რუსეთში საქართველოს მიმართულებით ახალი რეისების შესრულების ნებართვა მიიღო, ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ინფორმაციაში.კერძოდ, გაცემულია ნებართვა ფრენების შესრულებაზე შემდეგ მარშრუტებზე: ირკუტსკი-თბილისი, ნოვოსიბირსკი-თბილისი, გროზნო-თბილისი, ნოვოსიბირსკი-ბათუმი, გროზნო-ბათუმი, ნოვოსიბირსკი-ქუთაისი. თითოეული მიმართულებით კვირაში შვიდი რეისია დაგეგმილი.Red Wings-ისთვის ფრენების დასაწყებად ასევე აუცილებელია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან ნებართვის აღებაც.Red Wings ამჟამად რეისებს თბილისის, ბათუმის და ქუთაისის აეროპორტებში მოსკოვიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, სამარადან, ყაზანიდან და ეკატერინბურგიდან ახორციელებს.2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1e/279138889_83:0:1503:1065_1920x0_80_0_0_0198d789e705da62918f57daebde2b03.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. ავიაკომპანია Red Wings Airlines-მა რუსეთში საქართველოს მიმართულებით ახალი რეისების შესრულების ნებართვა მიიღო, ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ინფორმაციაში.
კერძოდ, გაცემულია ნებართვა ფრენების შესრულებაზე შემდეგ მარშრუტებზე: ირკუტსკი-თბილისი, ნოვოსიბირსკი-თბილისი, გროზნო-თბილისი, ნოვოსიბირსკი-ბათუმი, გროზნო-ბათუმი, ნოვოსიბირსკი-ქუთაისი. თითოეული მიმართულებით კვირაში შვიდი რეისია დაგეგმილი.
Red Wings-ისთვის ფრენების დასაწყებად ასევე აუცილებელია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან ნებართვის აღებაც.
Red Wings ამჟამად რეისებს თბილისის, ბათუმის და ქუთაისის აეროპორტებში მოსკოვიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, სამარადან, ყაზანიდან და ეკატერინბურგიდან ახორციელებს.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.