https://sputnik-georgia.com/20240315/lgbt-propagandis-akrzalva-saqartvelosi-opozicia-or-cecxl-soris-armocnda-286870413.html
ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა საქართველოში: ოპოზიცია ორ ცეცხლს შორის აღმოჩნდა
ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა საქართველოში: ოპოზიცია ორ ცეცხლს შორის აღმოჩნდა
Sputnik საქართველო
მმართველი პარტია ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის თაობაზე ინიციატივას ამზადებს. 15.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-15T18:25+0400
2024-03-15T18:25+0400
2024-03-15T18:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ქართული ოცნება
ლგბტ-თემის პრობლემები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/17/286498020_0:108:2048:1260_1920x0_80_0_0_7688f4f0adecaa4df3a9385f4827a1b0.jpg
თბილისი, 15 მარტი – Sputnik. ოპოზიციის წარმომადგენლებმა საქართველოში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივასთან დაკავშირებით დუმილის გზა აირჩიეს, რადგან მათ იციან ამ საკითხის მიმართ საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება, აცხადებენ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები.მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის თაობაზე ინიციატივას ამზადებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“, თუმცა კონსტიტუციის შესაბამისი იქნება. ინიციატივის განხილვაში მონაწილეობაზე უარი უკვე განაცხადეს პარტიებმა „მოქალაქეები“ და „ლელო საქართველოსთვის“. როგორც „გირჩში" განაცხადეს, საზოგადოებისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი პრობლემებია გადასაჭრელი.ინიციატივა ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს უფლებები დაირღვევა კანონის წინაშე, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.„პროპაგანდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხს უქმნის საფრთხეს, თავი რომ დავანებოთ კულტურულ მემკვიდრეობას და ჩვენს ძირძველ სარწმუნოებას. ეს მუშაობა, რომელიც მიმდინარეობს, გაცილებით უფრო სერიოზულ პერიპეტიებს მოიცავს, რომელიც შეიძლება ერთი შეხედვით წარმოვიდგინოთ“, - აღნიშნავს ვოლსკი.ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის მიღება განსაკუთრებით ბავშვებისთვისა და ახალგაზრდებისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ მათზე მავნე ზეგავლენა არ მოახდინოს მსგავსმა პროპაგანდამ, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.დღეისათვის უცნობია, რას უწოდებს მმართველი პარტია ლგბტ-პროპაგანდას და რა ფორმით იმოქმედებს აკრძალვა.მზარდი ლიბერალური მოძრაობების ფონზე გენდერის გაუფასურების თემა ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. საქართველოს ხელისუფლება კონსერვატიულ შეხედულებებს ემხრობა. ისინი სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ ოჯახური ღირებულებების და ტრადიციების მნიშვნელობაზე და ლგბტ პროპაგანდის დაუშვებლობაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/17/286498020_0:0:1820:1365_1920x0_80_0_0_9f179036c853b44650ce9b1074801e5e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , ლგბტ-თემის პრობლემები
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , ლგბტ-თემის პრობლემები
ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა საქართველოში: ოპოზიცია ორ ცეცხლს შორის აღმოჩნდა
მმართველი პარტია ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის თაობაზე ინიციატივას ამზადებს.
თბილისი, 15 მარტი – Sputnik. ოპოზიციის წარმომადგენლებმა საქართველოში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივასთან დაკავშირებით დუმილის გზა აირჩიეს, რადგან მათ იციან ამ საკითხის მიმართ საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება, აცხადებენ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის თაობაზე ინიციატივას ამზადებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“, თუმცა კონსტიტუციის შესაბამისი იქნება. ინიციატივის განხილვაში მონაწილეობაზე უარი უკვე განაცხადეს პარტიებმა „მოქალაქეები“ და „ლელო საქართველოსთვის“. როგორც „გირჩში" განაცხადეს, საზოგადოებისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი პრობლემებია გადასაჭრელი.
„იციან საზოგადოების განწყობა, რომელიც ამ პროპაგანდის მიმართ ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურია, მაგრამ ამავდროულად აქვთ პასუხისმგებლობები საკუთარი პატრონების და დავალებების მიმცემებისთვის, შესაბამისად, ორ ცეცხლს შუა არიან, ამიტომ გაჩუმების გზა აირჩიეს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა.
ინიციატივა ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს უფლებები დაირღვევა კანონის წინაშე, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.
„პროპაგანდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხს უქმნის საფრთხეს, თავი რომ დავანებოთ კულტურულ მემკვიდრეობას და ჩვენს ძირძველ სარწმუნოებას. ეს მუშაობა, რომელიც მიმდინარეობს, გაცილებით უფრო სერიოზულ პერიპეტიებს მოიცავს, რომელიც შეიძლება ერთი შეხედვით წარმოვიდგინოთ“, - აღნიშნავს ვოლსკი.
ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის მიღება განსაკუთრებით ბავშვებისთვისა და ახალგაზრდებისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ მათზე მავნე ზეგავლენა არ მოახდინოს მსგავსმა პროპაგანდამ, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
„ეს კანონი ასევე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ უნდა გაივლოს ზღვარი ადამიანის უფლებების დაცვასა და ლგბტ პროპაგანდას შორის“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.
დღეისათვის უცნობია, რას უწოდებს მმართველი პარტია ლგბტ-პროპაგანდას და რა ფორმით იმოქმედებს აკრძალვა.
მზარდი ლიბერალური მოძრაობების ფონზე გენდერის გაუფასურების თემა ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. საქართველოს ხელისუფლება კონსერვატიულ შეხედულებებს ემხრობა. ისინი სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ ოჯახური ღირებულებების და ტრადიციების მნიშვნელობაზე და ლგბტ პროპაგანდის დაუშვებლობაზე.