თაღლითობა მანქანების ჩამოყვანის დროს: ბრალდებულებს 8 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2024
გამოწერა
გამოძიება ბრალდებულებს თითქმის 123 ათასი აშშ დოლარის მისაკუთრებას ედავებოდა.
თბილისი, 14 მარტი— Sputnik. შპს „ქართრეიდის“ დილერს და დირექტორებს, რომლებიც მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების მითვისებაში იყვნენ ბრალდებულები, თბილისის საქალაქო სასამართლომ თითოეულს 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021-2022 წლებში შპს „ქართრეიდის“ დილერმა და კომპანიის ორმა დირექტორმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტომობილის შეძენის მსურველი 7 პირისგან 209.220 აშშ დოლარი მიიღეს, საიდანაც ავტომობილების შესაძენად მხოლოდ 145.210 აშშ დოლარი გადარიცხეს, ხოლო 122.712 აშშ დოლარი მიისაკუთრეს, რითაც დაზარალებულებს დიდი ოდენობით ზიანი მიაყენეს.
სამივე დაკავებულს ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების მუხლით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
წყარო - საქართველოს პროკურატურა
ყველა ახალი ამბავი
0