მოსაზრება: ბაიდენის ბოლო პაკეტი - რას მიიღებენ უკრაინა და ნატო

© photo: Sputnik / Cictor Antoniuk / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2024
გამოწერა
რუსეთი ახლოსაა სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევასთან, ვინაიდან აშშ-სა და ნატოს რესურსები უკრაინაში პროქსი-ომში, პრაქტიკულად, იწურება, ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალების პოტენციალი მნიშვნელოვნად შელახულია. ვაშინგტონის სამხედრო დახმარების 300 მილიონი დოლარის ოდენობის „საგანგებო პაკეტი“ უკრაინის ჯარის პრობლემებს ვერ გადაწყვეტს, ვერ გადაარჩენს დასავლეთს სტრატეგიული მარცხისაგან ბრძოლის ველსა და გეოპოლიტიკაში.
პენტაგონის პრეს-მდივანმა პეტ რაიდერმა 12 მარტს განაცხადა, რომ კიევის რეჟიმს გადაეცემა სამხედრო დახმარების 300 მილიონდოლარიანი „საგანგებო პაკეტი“. ეს იქნება პირველი ასეთი დახმარება გასული წლის დეკებრის შემდეგ, ვინაიდან აშშ - ს კონგრესი ჯიუტად ბლოკავს უკრაინისათვის 61 მილიარდის გამოყოფას. ..
უკრაინის შეიარაღებული ძალები 55-ე „პაკეტში“ მიიღებენ საზენიტო რაკეტებს „სტინგერი“, დამატებთ საბრძოლო მარაგებს HIMARS- ებისთვის, 166 მმ-იან და 105 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს, ტანკსაწინაამდეგო კომპლექსებს АТ-4 და სათადარიგო ნაწილებს - პენტაგონის მარაგებიდან.
რეანომაციული დახმარებაა. ამერიკული ფასებისა და უკრაინის ჯარის მიერ საბრძოლო მარაგების ხარჯვის გათვალისწინებით, ეს ‘არსენალი“ საკმარისი იქნება მხოლოდ იმისათვის, რომ ბრძილის ველზე ორი კვირა მაინც შეიძლებოდეს გაძლება.
„საგანგებო პაკეტი“ მკვეთრად განსხვავდება შარშანდელი გაზაფხულის მიწოდებისგან - თვეში იყო ორი და მეტი მილიარდის ოდენობის.
ამერიკის გაზვერვან დაადასტურა, რომ რუსეთი ახლოსაა სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევასთან. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა, უილიამ ბერნმა 11 მარტს განაცხადა, რომ „ფრონტის ხაზზე უკრაინამ, შეიძლება, გაძლოს 2025 წლამდე“ - და მხოლოდ იმ პირობით, თუ ამერიკული სამხედრო დახმარება უწყვეტი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინელები „ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილს“ დაკარგავენ. ბერნსის მოტივი საკმაოდ ნათელია - ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ბევრი იმუშავა იმისათვის, რომ მშვიდობიანი უკრაინა ექცია მუდმივად ომში მყოფ ავღანეთის მსგავს პირქუშ ტერიტორიად. კიევის რეჟიმის დამარცხება არის ცენტრალური სადაზვერვო სამმართელოს და ამერიკის სხვა სპეცსამსახურების სამარცხვინო ჩავარდნა, მაგრამ ამ „უბედურებას“ ვერანაირი ფულით ვერ უშველი.
პენტაგონისა და ნატოს რესურსების ობიექტური გამოფიტვა, დასავლეთის ქვეყნების მიერ საბრძოლო მარაგების (შეიარაღების) წარმოების არასაკმარისი მოცულობა წირავენ უკრაინის ჯარს „ჭურვების შიმშილისთვის“, ცოცხალი ძალის შემდგომ დაკარგვისთვის და ბრძლისუნარიანობის დეგრადაციისთვის, უახლოეს მომავალში უპირობო კრახისთვის.
რუსეთი სამჯერ უფრო მეტ საარტილერიო ჭურვს აწარმოებს, ვიდრე აშშ და ევროკავშირი ერთად, cnn-ის მონაცემებით, 250 ათასს თვეში. იარაღსა და, განსაკუთრებით, ჯავშანტექნიკას - ბევრჯერ უფრო მეტს. რუსეთის ჯარმა 2023 წელს მიიღო 1500-ზე მეტი ახალი ტანკი და 12 მარტს „ურალვაგონმშენმა“ გაუგზავნა მას Т-90М "Прорыв" -ის მორიგი მსხვილი პარტია. ამერიკელი ანალიტიკოსები აღიარებენ, რომ ასეთი მოცულობის წარმოება მიუღწევადია, ასევე იმას, რომ უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში რფ-იის შეიარაღებული ძალები შეძლებენ დომინირებად მდგომარეობის შენარჩუნებას. კიევის რეჟიმს კი გაცილებით ნაკლები დრო უწერია...

ხავსი წყალწაღებულისათვის

პენტაგონის სტრატეგია: „დახმარება უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში არის ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებაში გინივრული ინვესტიცია“. ამავდროულად, აშშ-ს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ გაკოტრების შესახებ, ანუ, „ფინანცურ ხვრელზე“ 10 მილიონი დოლარის ოდენობის, რომლებიც აუცილებელია ამერიკული არსენალებიდან უკრაინაში გაგზავნილი იარაღის გამოსაცვლელად. საერთოდაც, გაურკვეველია, აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ, რეალურად, რამდენი ფული დახარჯა კიევის რეჟიმის მხარდასაჭერად სპეციალური სამხედრო ოპერაციის ორი წლის განმავლობაში.
ამერიკელმა სენატორმა დევიდ ვენსმა, პენტაგონის მიმდინარე (2022 წლის თებერვლიდან) და მომავალი ხარჯების გამჭირვალობისათვის, განსახილველად გაიტანა ახალი კანონპროექტი „აქტი 2024 წლის უკრაინისათვის დახმარების გამჭირვალობის შესახებ“. ამგვარი კანონის მიღება აიძულებს თეთრ სახლს, წარუდგინოსკონგრესს ურკაინის ჯარისათვის დახმარების რეალური ღირებულება, რომელიც ითვლება „საჭიროზე რამოდენიმე მილიარდი დოლარით ნაკლები“.
ამასწინად, გამოქვეყნდა მოლაპარაკებები ბუნდესვერში, რომელიც ეხებოდა ყირიმის ხიდზე სარაკეტო დარტყმის მომზადებას, რამაც ცხადყო ნატოს ოფიცრებისა და შტაბების აქტიური და უშუალო მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში უკრაინაში...
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და პილინეთის პრემიერი დონალდ ტუსკი 15 მარტს გეგმავენ, ბერლინში განიხილონ უთანხმოებები უკრაინასთან დაკავშირებით, „ვეიმარის სამკუთხედის“ ფორმატში. ამავდროულად, გერმანიის მთავრობა მტკიცედ გამორიცხავს უკრაინისათვის მფრინავი რაკეტების Taurus მიწოდებას... დუდა აპირებს “შეაჩეროს, დაბლოკოს, დასაჯოს“ ვლადიმირ პუტინი - ეს ხომ „ყველაზე მთავარი ამოცანაა, რომელიც, აშშ-ს ლიდერობით, დასავლური საზოგადოებრიობის წინაშე დგას“. საფრანგეთის პარლამენტმა კი მოიწონა მაკრონის აგრესიული უკრაინული სტრატეგია, რომელიც სრულიად არ გამორიცხავს „მუშკეტერების“ გამოჩენას დნეპრის მარჯვენა ნაპირზე - მიუხედავად ვაშინგტონისა და ბრიუსელის ფრთხილი პოზიციისა... აღსანიშნავია, რომ აშშ -ს 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს სამხედრო ხარჯებისათვის 895 მილიარდ დოლარს, ხოლო თანხები უკრაინის საჭიროებებისათვის ამ თანხაში არ შედის.

მესამე ზარი აბსურდის თეატრში

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი. რუსეთოს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 13 მარტის ინტერვიუში, რომელიც მან დმიტრი კისელიოვს მისცა, განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მშვიდობიანი მიღწევისათვის - მოლაპარაკებების გზით - რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების მყარი გარანტიების საფუძველზე და „დედამიწაზე“ ჩამოყალიბებული ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით.
დასავლეთში ოპერატიულად მხოლოდ მუქარს დაინახეს - აქაო და, „პუტინი გვაფრთხილებს: რუსეთი მზადაა ბირთვული ომოსათვისო“. როგორც იტყვიან, ორი სამყარო განსხვავებული ცხოვრებისა და სიკვდილის წესებით...
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0