Голосование на выборах президента России за рубежом - Sputnik საქართველო, 1920
რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2024

რამდენი საარჩევნო უბანი შეიქმნა რუსეთში - ცესკოს მონაცემები

© photo: Sputnik / Евгений Биятов / გადასვლა მედიაბანკშიელა პამფილოვა
ელა პამფილოვა - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2024
გამოწერა
ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. ხმის მიცემა სამი დღე გაგრძელდება: 15, 16 და 17 მარტს.
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. რუსეთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრისთვის 94 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი შეიქმნა, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ელა პამფილოვამ.
ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. ხმის მიცემა სამი დღე გაგრძელდება: 15, 16 და 17 მარტს.
„შეიქმნა 94 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი... 91 ათასი 401 საარჩევნო უბანი, რომელიც შექმნილია ზოგადი წესით... 2538 საარჩევნო უბანი, რომელიც ფორმირებულია დროებითი ყოფნის ადგილებში, 1056 – საავადმყოფოებში, სანატორიუმებში, დასასვენებელ სახლებში და დროებითი ყოფნის სხვა ადგილებში“, - განაცხადა პამფილოვამ.
მისი თქმით, 957 საარჩევნო უბანი შეიქმნა ღია ზღვაში მყოფ გემებზე, 264 სამხედრო ნაწილების ტერიტორიაზე, 121 - საპატიმროებში.
გარდა ამისა, 43 საარჩევნო უბანი შეიქმნა უწყვეტი სამუშაო ციკლის მქონე საწარმოებში, 38 - ძნელად მისადგომ და შორეულ ოლქებში, 23 - რკინიგზის სადგურებზე, 19 - აეროპორტებში, 10 - საკონტრაქტო სადგურებზე.
სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ოთხი კანდიდატი იბრძვის: ლეონიდ სლუცკი, ნიკოლაი ხარიტონოვი, ვლადისლავ დავანკოვი და ვლადიმირ პუტინი.
ყველა ახალი ამბავი
0