https://sputnik-georgia.com/20240314/emorcileba-tu-ara-nacmozraoba-amerikeli-piarsikis-mititebebs-sefasebebi-286842280.html
ემორჩილება თუ არა „ნაცმოძრაობა“ ამერიკელი ე.წ. პიარშიკის მითითებებს - შეფასებები
ემორჩილება თუ არა „ნაცმოძრაობა“ ამერიკელი ე.წ. პიარშიკის მითითებებს - შეფასებები
Sputnik საქართველო
თავად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ როზნერთან კავშირს უარყოფენ. 14.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-14T11:00+0400
2024-03-14T11:00+0400
2024-03-14T11:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოპოზიცია
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/07/274667032_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_1e0582825aef943396b9c356f5e971c4.jpg
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. ქართული ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტი, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ ამერიკელი პიარ კონსულტანტის ჯერემი როზნერის მითითებებს შეიცავს, ქართველ პოლიტიკოსთა განხილვის საგანი გახდა.ქართული მედია, პირად წყაროებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ დასავლელმა ლობისტებმა ამერიკელი პიარ კონსულტანტი როზნერი, რომელთანაც ოპოზიციური პარტიის ლიდერებს წლის დასაწყისიდან აკავშირებენ, „ნაციონალურ მოძრაობას“ მიამაგრეს. ზოგადად, როზნერი პარტიასთან 10 წელზე მეტია თანამშრომლობს და მისმა კომპანიამ პარტიის სასარგებლოდ არაერთხელ სხვადასხვა კვლევები ჩაატარა.ამჯერად განხილვის თემა იყო დოკუმენტი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყანაში არსებულ სოციალურ პრობლემებზე წინასაარჩევნოდ ყურადღება უნდა გაამახვილოს. მესიჯი „საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, ფასები კი 2012 წლიდან თითქმის გაორმაგდა“ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებების მთავარ თემად იქცა ბოლო კვირების განმავლობაში, ხოლო მმართველი პარტიაში ამ გზავნილს უარყოფენ.ორი კვირის წინ მმართველმა პარტიამ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის მომზადების შესახებ განაცხადა, თუმცა ოპოზიციურმა ძალებმა ამ თემას მხარი არ დაუჭირეს, პირიქით, გააძლიერეს ხელისუფლების კრიტიკა სოციალური პრობლემების გამო.„ხალხზე მზრუნველი „ნაცმოძრაობა“ – ამაზე ცინიკური და როზნერისეული სატირული ანეკდოტი არ შეიძლება, ბუნებაში არსებობდეს. მზრუნველის იმიჯი „ნაცისგან“ არ გამოვა, მწამებლის იმიჯი უკვე გამოსულია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.თავად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ როზნერთან კავშირს უარყოფენ.არჩევნები საქართველოში2024 წლის შემოდგომაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელიც განსაზღვრავს ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.დეპუტატებს პირველად აირჩევენ ახალი სისტემით: არჩევნები ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და საქართველოს პარლამენტი მთლიანად 5%-იანი ბარიერგადალახული პარტიების პარტიული სიებით დაკომპლექტება, მასში არ იქნებიან რაიონებში პირდაპირი კენჭისყრით არჩეული დეპუტატები. მანდატების რაოდენობა პირდაპირ იქნება დამოკიდებული ხმების რაოდენობაზე და იმაზე, თუ რამდენი პარტია გადალახავს ბარიერს.2012 წლიდან ხელისუფლება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პოლიტიკური ძალის ხელშია - თავიდან ეს იყო კოალიცია „ქართული ოცნება“, ხოლო 2016 წლიდან, როცა კოალიცია დაიშალა, ყველა არჩევნები მოიგო ერთმა პარტიამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ".ამ დროისთვის ოპოზიციურ სპექტრში საარჩევნოდ ძალების გადანაწილება მიმდინარეობს, პოლიტიკოსები აქტიურ კონსულტაციებს მართავენ ახალი პოლიტიკური ძალების და კოალიციების შექმნის თაობაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/07/274667032_103:0:1240:853_1920x0_80_0_0_5cf94b70be279d5e12ac51ebcfac9959.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება
ემორჩილება თუ არა „ნაცმოძრაობა“ ამერიკელი ე.წ. პიარშიკის მითითებებს - შეფასებები
თავად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ როზნერთან კავშირს უარყოფენ.
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. ქართული ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტი, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ ამერიკელი პიარ კონსულტანტის ჯერემი როზნერის მითითებებს შეიცავს, ქართველ პოლიტიკოსთა განხილვის საგანი გახდა.
ქართული მედია, პირად წყაროებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ დასავლელმა ლობისტებმა ამერიკელი პიარ კონსულტანტი როზნერი, რომელთანაც ოპოზიციური პარტიის ლიდერებს წლის დასაწყისიდან აკავშირებენ, „ნაციონალურ მოძრაობას“ მიამაგრეს. ზოგადად, როზნერი პარტიასთან 10 წელზე მეტია თანამშრომლობს და მისმა კომპანიამ პარტიის სასარგებლოდ არაერთხელ სხვადასხვა კვლევები ჩაატარა.
ამჯერად განხილვის თემა იყო დოკუმენტი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყანაში არსებულ სოციალურ პრობლემებზე წინასაარჩევნოდ ყურადღება უნდა გაამახვილოს. მესიჯი „საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, ფასები კი 2012 წლიდან თითქმის გაორმაგდა“ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებების მთავარ თემად იქცა ბოლო კვირების განმავლობაში, ხოლო მმართველი პარტიაში ამ გზავნილს უარყოფენ.
„როზნერი „ნაცმოძრაობაში“ ისეთ დავალებებს იძლევა, რომ რიგითმა წევრებმა, ლიდერების და მათი ე.წ. პიარშიკების, რეალურად დავალებების მიმცემების გარდა, ამის შესახებ არ იციან. ამ დროს, „რუსთავი 2“-ის ინფორმაცია უტყუარად ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ როზნერი, ლგბტ თემის გადასაფარად – ლგბტ პროპაგანდის მხარეს რომ იჭერენ რეალურად და ვერ ემიჯნებიან – ფასების თემის წამოწევას სთავაზობს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ორი კვირის წინ მმართველმა პარტიამ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის მომზადების შესახებ განაცხადა, თუმცა ოპოზიციურმა ძალებმა ამ თემას მხარი არ დაუჭირეს, პირიქით, გააძლიერეს ხელისუფლების კრიტიკა სოციალური პრობლემების გამო.
„ხალხზე მზრუნველი „ნაცმოძრაობა“ – ამაზე ცინიკური და როზნერისეული სატირული ანეკდოტი არ შეიძლება, ბუნებაში არსებობდეს. მზრუნველის იმიჯი „ნაცისგან“ არ გამოვა, მწამებლის იმიჯი უკვე გამოსულია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თავად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ როზნერთან კავშირს უარყოფენ.
„არც კი ვიცი ვისზე საუბრობთ - ეს ერთი. ახლა მეორე - რაზეც ლაპარაკობთ და მაჩვენებთ, გვარს რომ ახსენებთ, არ ვიცი ეს ადამიანი, იქნებ გამაცნოთ“, - განაცხადა პარტიის ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა.
2024 წლის შემოდგომაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელიც განსაზღვრავს ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
დეპუტატებს პირველად აირჩევენ ახალი სისტემით: არჩევნები ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და საქართველოს პარლამენტი მთლიანად 5%-იანი ბარიერგადალახული პარტიების პარტიული სიებით დაკომპლექტება, მასში არ იქნებიან რაიონებში პირდაპირი კენჭისყრით არჩეული დეპუტატები. მანდატების რაოდენობა პირდაპირ იქნება დამოკიდებული ხმების რაოდენობაზე და იმაზე, თუ რამდენი პარტია გადალახავს ბარიერს.
2012 წლიდან ხელისუფლება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პოლიტიკური ძალის ხელშია - თავიდან ეს იყო კოალიცია „ქართული ოცნება“, ხოლო 2016 წლიდან, როცა კოალიცია დაიშალა, ყველა არჩევნები მოიგო ერთმა პარტიამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ".
ამ დროისთვის ოპოზიციურ სპექტრში საარჩევნოდ ძალების გადანაწილება მიმდინარეობს, პოლიტიკოსები აქტიურ კონსულტაციებს მართავენ ახალი პოლიტიკური ძალების და კოალიციების შექმნის თაობაზე.