https://sputnik-georgia.com/20240314/afetqeba-samtrediis-qucaze-ras-acxadeben-tbiliisi-enerji-286844068.html
აფეთქება სამტრედიის ქუჩაზე - რას აცხადებენ „თბილისი ენერჯიში“
აფეთქება სამტრედიის ქუჩაზე - რას აცხადებენ „თბილისი ენერჯიში“
Sputnik საქართველო
გაზგამანაწილებელ კომპანიაში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ გამოთქმულ ვარაუდს იმის თაობაზე, რომ სამტრედიის ქუჩაზე აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია 14.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-14T15:00+0400
2024-03-14T15:00+0400
2024-03-14T15:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
თბილისი დღეს
თბილისი-ენერჯი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/0f/249717187_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_658ced0ae209d4986d62b3c72dee4db2.jpg
თბილისი, 14 მარტი— Sputnik. თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქება უკავშირდება თუ არა ბუნებრივი აირის დაგროვებას, ჯერჯერობით დადასტურებით არ შეიძლება ითქვას, განაცხადა „თბილისის ენერჯის“ სადისპეტჩერო და სწრაფი რეაგირების ცენტრის ხელმძღვანელმა, ირაკლი დეკანოიძემ.გუშინ დიდუბეში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გვიან ღამით აფეთქება მოხდა, რის შედეგად დაზიანდა შენობის რამდენიმე სართული. ადგილზე თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან მუსელიანიც იმყოფებოდა, რომლის განცხადებით აფეთქება სავარაუდოდ პირველ სართულზე მდებარე კომერციულ ფართში გაზის გაჟონვამ გამოიწვია.მისი განმარტებით, ვინაიდან კორპუსი დაზიანებულია, უსაფრთხოების გამო კომპანიის თანამშრომლებმა იქ შესვლა ვერ შეძლეს.„პირველ სართულზე მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები და შესაძლებელია, იქ მომხდარიყო გაზის დანადგარებთან ან გაზის ქსელთან არასათანადო ქმედება. სამწუხაროდ, ანალოგიური შემთხვევები ხშირია, რემონტის დროს დანადგარებს ტოვებენ გახსნილს, უყურადღებოდ, თვითნებურად ხდება გაზის ქსელის გადაადგილება არასათანადო პირების მიერ. მოსახლეობას მოვუწოდებთ, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ რემონტის დროს, ნებისმიერ გაზის დანადგართან ურთიერთობისას“, – განაცხადა დეკანოიძემ.სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულია. დაზარალებულია 93 ოჯახი. მათი სასტუმროებში დაბინავება დიდუბის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/0f/249717187_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_7a396b882e648cf113e7a540658ae46d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისი დღეს, თბილისი-ენერჯი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისი დღეს, თბილისი-ენერჯი
აფეთქება სამტრედიის ქუჩაზე - რას აცხადებენ „თბილისი ენერჯიში“
გაზგამანაწილებელ კომპანიაში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ გამოთქმულ ვარაუდს იმის თაობაზე, რომ სამტრედიის ქუჩაზე აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია
თბილისი, 14 მარტი— Sputnik. თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქება უკავშირდება თუ არა ბუნებრივი აირის დაგროვებას, ჯერჯერობით დადასტურებით არ შეიძლება ითქვას, განაცხადა „თბილისის ენერჯის“ სადისპეტჩერო და სწრაფი რეაგირების ცენტრის ხელმძღვანელმა, ირაკლი დეკანოიძემ.
გუშინ დიდუბეში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გვიან ღამით აფეთქება მოხდა, რის შედეგად დაზიანდა შენობის რამდენიმე სართული. ადგილზე თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან მუსელიანიც იმყოფებოდა, რომლის განცხადებით აფეთქება სავარაუდოდ პირველ სართულზე მდებარე კომერციულ ფართში გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
„გამოძახების ადგილზე დაგვხვდა აფეთქება, რომლის მიზეზი ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია. საბედნიეროდ, არავინაა დაშავებული, თუმცა დაზიანებულია კორპუსი და მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი მანქანები. არსებობს ვერსია, რომ აფეთქება გამოიწვია ბუნებრივი აირის დაგროვებამ. აღნიშნულ ინფორმაციას არც ვადასტურებთ, არც უარვყოფთ იქიდან გამომდინარე, რომ არ მოგვეცა ადგილის დათვალიერების საშუალება“, - აღნიშნა ირაკლი დეკანოიძემ.
მისი განმარტებით, ვინაიდან კორპუსი დაზიანებულია, უსაფრთხოების გამო კომპანიის თანამშრომლებმა იქ შესვლა ვერ შეძლეს.
„პირველ სართულზე მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები და შესაძლებელია, იქ მომხდარიყო გაზის დანადგარებთან ან გაზის ქსელთან არასათანადო ქმედება. სამწუხაროდ, ანალოგიური შემთხვევები ხშირია, რემონტის დროს დანადგარებს ტოვებენ გახსნილს, უყურადღებოდ, თვითნებურად ხდება გაზის ქსელის გადაადგილება არასათანადო პირების მიერ. მოსახლეობას მოვუწოდებთ, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ რემონტის დროს, ნებისმიერ გაზის დანადგართან ურთიერთობისას“, – განაცხადა დეკანოიძემ.
სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულია. დაზარალებულია 93 ოჯახი. მათი სასტუმროებში დაბინავება დიდუბის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო.