https://sputnik-georgia.com/20240313/saqartveloshi-prenebs-ori-aviakompania-iwyeba-286829450.html
ქართულ ავიაბაზარზე ორი ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოდის
ქართულ ავიაბაზარზე ორი ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოდის
Sputnik საქართველო
თბილისი, 13 მარტი - Sputnik. საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ორი ახალი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია – Transavia და AJET-ი იწყებს, ნათქვამია კომპანია... 13.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-13T14:49+0400
2024-03-13T14:49+0400
2024-03-13T14:49+0400
საქართველო
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
ავიამიმოსვლა საქართველოში
საზოგადოება
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/11/277757675_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_468740677c862f399b8633a6152e8973.jpg
თბილისი, 13 მარტი - Sputnik. საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ორი ახალი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია – Transavia და AJET-ი იწყებს, ნათქვამია კომპანია TAV Georgia-ს განცხადებაში, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს.ფრენები 2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან შესრულდება.ავიაკომპანია Transavia-ს მიერ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით ავიარეისები 2024 წლის 20 აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე პერიოდში კვირაში ორი სიხშირით - ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.რაც შეეხება ავიაკომპანია AJET-ს, იგი სტამბული-თბილისი-სტამბულის საჰაერო ხაზზე ფრენებს 2024 წლის 31 მარტიდან ოქტომბრის ბოლომდე პერიოდში ყოველდღიურად განახორციელებს.სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Transavia-სა და AJET-ს საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვები 2024 წლის 12 მარტს მიანიჭა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/11/277757675_49:0:2780:2048_1920x0_80_0_0_d2316003e1a0494e843f5438366b5ffd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები
თბილისი, 13 მარტი - Sputnik. საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ორი ახალი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია – Transavia და AJET-ი იწყებს, ნათქვამია კომპანია TAV Georgia-ს განცხადებაში, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს.
ფრენები 2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან შესრულდება.
ნიდერლადების სამეფოს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia რეგულარულ რეისებს ამსტერდამიდან თბილისის მიმართულებით განახორციელებს, ხოლო თურქული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია AJET-ი რეგულარულ ფრენებს სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებით შეასრულებს.
ავიაკომპანია Transavia-ს მიერ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით ავიარეისები 2024 წლის 20 აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე პერიოდში კვირაში ორი სიხშირით - ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.
რაც შეეხება ავიაკომპანია AJET-ს, იგი სტამბული-თბილისი-სტამბულის საჰაერო ხაზზე ფრენებს 2024 წლის 31 მარტიდან ოქტომბრის ბოლომდე პერიოდში ყოველდღიურად განახორციელებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Transavia-სა და AJET-ს საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვები 2024 წლის 12 მარტს მიანიჭა.