https://sputnik-georgia.com/20240313/qartveli-samxedroebi-sahaero-zalebis-tamashebshi-asparezoben-286833409.html
ქართველი სამხედროები „საჰაერო ძალების თამაშებში" წარმატებით ასპარეზობენ
ქართველი სამხედროები „საჰაერო ძალების თამაშებში" წარმატებით ასპარეზობენ
Sputnik საქართველო
საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მიზანი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა 13.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-13T20:25+0400
2024-03-13T20:25+0400
2024-03-13T20:25+0400
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
საზოგადოება
აშშ
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/12/250084676_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_d8c58170794edab639f5a3b17f66216c.jpg
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი აშშ-ში მიმდინარე „საჰაერო ძალების თამაშებში“ (Air Force & Marine Corps Trials) წარმატებით ასპარეზობენ. „საჰაერო ძალების თამაშები“ აშშ-ის ნევადის შტატში, ქალაქ ლას-ვეგასის საჰაერო ძალების სამხედრო ბაზაზე მიმდინარეობს.თამაშების გუნდური სახეობებიდან კი თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდმა მეორე ადგილი მოიპოვა და ვერცხლის მედალი აიღო. ქართველმა სამხედროებმა ვერცხლის მედალი აიღეს 800მ დისტანციაზე გუნდურ მშვილდოსნობაშიც. სპორტულ ასპარეზობაში საქართველოს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდს მომავალი დღეების განმავლობაში პარაკალათბურთში, მძლეოსნობასა და ნიჩბოსნობაში მოუწევთ ასპარეზობა.„საჰაერო ძალების თამაშებში“ ქართველი სამხედრო პარასპორტსმენების გუნდი მეორედ მონაწილეობს. საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მიზანი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/12/250084676_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_94885b5cc8f4f2404abeeaf04c9d118e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საზოგადოება, აშშ , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საზოგადოება, აშშ , ახალი ამბები
ქართველი სამხედროები „საჰაერო ძალების თამაშებში" წარმატებით ასპარეზობენ
საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მიზანი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი აშშ-ში მიმდინარე „საჰაერო ძალების თამაშებში“ (Air Force & Marine Corps Trials) წარმატებით ასპარეზობენ.
„საჰაერო ძალების თამაშები“ აშშ-ის ნევადის შტატში, ქალაქ ლას-ვეგასის საჰაერო ძალების სამხედრო ბაზაზე მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე ქართველ სამხედრო პარასპორტსმენებს სპორტის როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ სახეობებში უკვე აღებული აქვთ ოთხი ოქროს, ექვსი ვერცხლის და ხუთი ბრინჯაოს მედალი. მათ შორის, ველოსიპედით რბოლაში – ოქროსა და ბრინჯაოს მედლები, პისტოლეტიდან სროლაში – ოქროსა და ვერცხლის მედლები, ხოლო შაშხანიდან სროლაში – ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, სხვადასხვა დისტანციაზე სირბილში – ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები.
თამაშების გუნდური სახეობებიდან კი თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდმა მეორე ადგილი მოიპოვა და ვერცხლის მედალი აიღო. ქართველმა სამხედროებმა ვერცხლის მედალი აიღეს 800მ დისტანციაზე გუნდურ მშვილდოსნობაშიც.
სპორტულ ასპარეზობაში საქართველოს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდს მომავალი დღეების განმავლობაში პარაკალათბურთში, მძლეოსნობასა და ნიჩბოსნობაში მოუწევთ ასპარეზობა.
„საჰაერო ძალების თამაშებში“ ქართველი სამხედრო პარასპორტსმენების გუნდი მეორედ მონაწილეობს. საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მიზანი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა.