https://sputnik-georgia.com/20240313/narikalas-reabilitaciis-meore-etapi-iwyeba-286828026.html
ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება
ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება
Sputnik საქართველო
ნარიყალას რესტავრაცია მიმდინარეობს პროექტ „ახალი ტფილისის" ფარგლებში. 13.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-13T13:00+0400
2024-03-13T13:00+0400
2024-03-13T13:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24194/95/241949577_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_3f1536faca8122b3be950b19d7d95532.jpg
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ნარიყალას ციხის რესტავრაციის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი კვირიდან დაიწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ თავრობის სხდომაზე.2017 წლის დეკემბერში ნარიყალას რესტავრაციის პირველი ეტაპი დასრულდა - სამუშაოები 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და ამისთვის 715 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. სამუშაოების პირველი ეტაპის ფარგლებში დასრულდა სატრაპეზოს პირველ სართულზე კერამიკული ფილებით იატაკის მოწყობის სამუშაოები, ქვაფენილით მოპირკეთდა გალავნის შესასვლელიდან ტაძრის ეზომდე ასასვლელი გზა.თბილისის მერის თქმით, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 13 მლნ ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2025 წლის შემოდგომაზე არის დაგეგმილი. რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდება როგორც ეზო, ისე გარე პერიმეტრი და მოეწყობა მხატვრულ-დეკორატიული მინათება. მისი თქმით, სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გაუწევს.ნარიყალას ციხე-სიმაგრე თბილისის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ჩვენამდე მოღწეული ძირითადი ნაგებობები XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება. 1827 წელს მომხდარმა მიწისძვრამ ის მნიშვნელოვნად დააზიანა.90-იან წლებში ნარიყალას რესტავრაციის მცდელობები იყო, აღორძინდა წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, რომელიც ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე უკვე მე-12 საუკუნეში მდებარეობდა, მაგრამ დღეისათვის ის ავარიულ მდგომარეობაშია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24194/95/241949577_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_862f04bb170194849528c1b757632cb3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება
ნარიყალას რესტავრაცია მიმდინარეობს პროექტ „ახალი ტფილისის" ფარგლებში.
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ნარიყალას ციხის რესტავრაციის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი კვირიდან დაიწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ თავრობის სხდომაზე.
2017 წლის დეკემბერში ნარიყალას რესტავრაციის პირველი ეტაპი დასრულდა - სამუშაოები 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და ამისთვის 715 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. სამუშაოების პირველი ეტაპის ფარგლებში დასრულდა სატრაპეზოს პირველ სართულზე კერამიკული ფილებით იატაკის მოწყობის სამუშაოები, ქვაფენილით მოპირკეთდა გალავნის შესასვლელიდან ტაძრის ეზომდე ასასვლელი გზა.
თბილისის მერის თქმით, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 13 მლნ ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2025 წლის შემოდგომაზე არის დაგეგმილი. რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდება როგორც ეზო, ისე გარე პერიმეტრი და მოეწყობა მხატვრულ-დეკორატიული მინათება.
„ნარიყალას ციხის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია... აღნიშნული რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდება როგორც ეზო, ისე გარე პერიმეტრი და მოეწყობა მხატვრულ-დეკორატიული მინათება. სამუშაოები მომდევნო კვირიდან დაიწყება", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გაუწევს.
ნარიყალას ციხე-სიმაგრე თბილისის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ჩვენამდე მოღწეული ძირითადი ნაგებობები XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება. 1827 წელს მომხდარმა მიწისძვრამ ის მნიშვნელოვნად დააზიანა.
90-იან წლებში ნარიყალას რესტავრაციის მცდელობები იყო, აღორძინდა წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, რომელიც ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე უკვე მე-12 საუკუნეში მდებარეობდა, მაგრამ დღეისათვის ის ავარიულ მდგომარეობაშია.