https://sputnik-georgia.com/20240312/papuashvili-shveicariasa-da-lixtenshtainshi-gaemgzavra-286814012.html
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიასა და ლიხტენშტაინში გაემგზავრა
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიასა და ლიხტენშტაინში გაემგზავრა
Sputnik საქართველო
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან. 12.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-12T16:37+0400
2024-03-12T16:37+0400
2024-03-12T16:37+0400
საქართველო
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები
შვეიცარია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1d/266306408_0:118:1318:859_1920x0_80_0_0_1c6e39e9618760aed06ee5b3492c3341.jpg
თბილისი, 12 მარტი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროს ეწვევა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გავრცელებული ინფორმაციით, 12-16 მარტს, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პაპუაშვილი შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტ ერიკ ნუსბაუმერთან გამართავს შეხვედრას. ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან.ლიხტენშტაინის სამთავროში დაგეგმილია პარლამენტის სპიკერის შეხვედრები ლიხტენშტაინის სამთავროს პრემიერ-მინისტრ დენიელ რიხთან და ლიხტენშტაინის პარლამენტის პრეზიდენტ ალბერტ ფრიკასთან.დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის 1992 წლის 10 ივნისს დამყარდა. ქვეყნებს მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებთ ორმხრივ ფორმატში პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საპარლამენტთაშორისო, განვითარების, რეგიონთაშორისი თანამშრომლობისა და სხვა სფეროებში.ამას გარდა, 2009 წლიდან, რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შემდეგ, შვეიცარია ასრულებს შუამავლის ფუნქციას საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში. ამ მიზნით მოსკოვში შვეიცარიის საელჩოში ფუნქციონირებს საქართველოს ინტერესთა სექცია, ხოლო თბილისში შვეიცარიის საელჩოში – რუსეთის ინტერესთა სექცია. ნაყოფიერია თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებშიც.ასევე 1992 წლის 10 ივნისს დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ლიხტენშტაინს შორის. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.საქართველოსა და ლიხტენშტაინის მთავრობებს შორის მოქმედებს კონვენცია „შემოსავალსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“.
საქართველო
შვეიცარია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1d/266306408_0:65:1318:1054_1920x0_80_0_0_a0fdbb62f2d10ad9bc2e2c9db31bcd80.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები, შვეიცარია
საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები, შვეიცარია
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიასა და ლიხტენშტაინში გაემგზავრა
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
თბილისი, 12 მარტი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროს ეწვევა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, 12-16 მარტს, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პაპუაშვილი შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტ ერიკ ნუსბაუმერთან გამართავს შეხვედრას. ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ლიხტენშტაინის სამთავროში დაგეგმილია პარლამენტის სპიკერის შეხვედრები ლიხტენშტაინის სამთავროს პრემიერ-მინისტრ დენიელ რიხთან და ლიხტენშტაინის პარლამენტის პრეზიდენტ ალბერტ ფრიკასთან.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და უმრავლესობის წევრი ქეთევან ჩარკვიანი შედიან.
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის 1992 წლის 10 ივნისს დამყარდა. ქვეყნებს მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებთ ორმხრივ ფორმატში პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საპარლამენტთაშორისო, განვითარების, რეგიონთაშორისი თანამშრომლობისა და სხვა სფეროებში.
ამას გარდა, 2009 წლიდან, რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შემდეგ, შვეიცარია ასრულებს შუამავლის ფუნქციას საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში. ამ მიზნით მოსკოვში შვეიცარიის საელჩოში ფუნქციონირებს საქართველოს ინტერესთა სექცია, ხოლო თბილისში შვეიცარიის საელჩოში – რუსეთის ინტერესთა სექცია. ნაყოფიერია თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებშიც.
ასევე 1992 წლის 10 ივნისს დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ლიხტენშტაინს შორის. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
საქართველოსა და ლიხტენშტაინის მთავრობებს შორის მოქმედებს კონვენცია „შემოსავალსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“.