https://sputnik-georgia.com/20240312/narkodanashaulistvis-ert-pirs-brali-warudgines-286813015.html
უცხო ქვეყნის მოქალაქეს ნარკოდანაშაულისთვის ბრალი წარუდგინეს: მას უვადო პატიმრობა ემუქრება
უცხო ქვეყნის მოქალაქეს ნარკოდანაშაულისთვის ბრალი წარუდგინეს: მას უვადო პატიმრობა ემუქრება
Sputnik საქართველო
უწყების ცნობით, პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს. 12.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-12T17:39+0400
2024-03-12T17:39+0400
2024-03-12T17:39+0400
საქართველო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/73/234097334_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_c658b658dcf62445cad61b7eec00123a.jpg
თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ნარკოდანაშაულის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საგამოძიებო უწყება დაკავებულს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენას, შენახვასა და გასაღების მცდელობას ედავება.გამოძიების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 266,9 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „მეტადონს" (მარილი), რომლის ნაწილი - 260,1 გრამი სამართალდამცველებმა 8 მარტს ბათუმში ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. 6,8 გრამი ნარკოტიკული საშუალება კი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში სხვადასხვა ადგილიდან ამოიღეს, რომელიც ბრალდებულს გასაღების მიზნით ჰქონდა განთავსებული.სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სასწორი და ნარკოტიკული საშუალებების დასაფასოებლად საჭირო ნივთებიც ამოიღეს.პოლიციამ ბრალდებული 8 მარტს დააკავა. მას ბრალდება სსკ-ის 260-ე მუხლით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღების მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახით 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/73/234097334_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9110a34f307253289ed9758fb5184b36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
უცხო ქვეყნის მოქალაქეს ნარკოდანაშაულისთვის ბრალი წარუდგინეს: მას უვადო პატიმრობა ემუქრება
უწყების ცნობით, პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.
თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ნარკოდანაშაულის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება დაკავებულს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენას, შენახვასა და გასაღების მცდელობას ედავება.
გამოძიების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 266,9 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „მეტადონს" (მარილი), რომლის ნაწილი - 260,1 გრამი სამართალდამცველებმა 8 მარტს ბათუმში ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.
6,8 გრამი ნარკოტიკული საშუალება კი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში სხვადასხვა ადგილიდან ამოიღეს, რომელიც ბრალდებულს გასაღების მიზნით ჰქონდა განთავსებული.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სასწორი და ნარკოტიკული საშუალებების დასაფასოებლად საჭირო ნივთებიც ამოიღეს.
პოლიციამ ბრალდებული 8 მარტს დააკავა. მას ბრალდება სსკ-ის 260-ე მუხლით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღების მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახით 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.