დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 12 მარტი

© photo: Sputnik / Pavel Lvov / გადასვლა მედიაბანკშიჩრდილოეთის ციალი
ჩრდილოეთის ციალი - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 12 მარტია, სამშაბათი. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
ემოციებით სავსე დღეა. მოსალოდნელია რომანტიკული ნაცნობობა. ასევე არის დღე, როდესაც სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია, ასე რომ, ფრთხილად იყავით თუ ვინმეს გრძნობებსა და ნერვებზე თამაშს გადაწყეტთ.
ემოციურობიდან გამომდინარე, არახელსაყრელი დღეა მოლაპარაკებებისთვის, ბიზნესის წარმოებისთვის. ფულთან დაკავშირებულ საკითხებში მოერიდეთ უკიდურესობებს, დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს.
ვერძი: თქვენი კეთილდღეობის საკითხი 180 გრადუსით შეიძლება შეიცვალოს და არაა აუცილებელი, ეს უკეთესობისკენ მოხდეს. უდიდესი სიფრთხილე გჭირდებათ ფულთან დაკავშირებულ საკითხებში. ფრთხილად უნდა იყოთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებში. სულ მცირე გაუგებრობასაც კი დიდი ქარიშხლის ამოვარდნა შეუძლია, რომლის „ჩადგომას“ ასევე დიდი ძალისხმევა დასჭირდება.
ლაქლაქი - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2020
ვის შეიძლება ვანდოთ საიდუმლო და ვის - არა, ანუ ზოდიაქოს ყველაზე „ლაქლაქა" ნიშნები
კურო: დღეს გარემოებები გეგმებს არაერთხელ შეგაცვლევინებთ, გაიძულებთ დინების წინააღმდეგ წასვლას. ამავე დროს, ასეთ მომენტებში უცნაურ პასიურობას და გარემოებებთან შეწინააღმდეგების სურვილის არქონას იგრძნობთ. თუ ამგვარ განწყობას აჰყვებით, რისკავთ, რომ პრობლემები დაიხვავოთ თავზე. ასე რომ, გინდათ თუ არა, დინების საწინააღმდეგოდ ცურვა მაინც მოგიწევთ.
ტყუპი: თქვენი დღე იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ „რომელ ფეხზე ადგებით“. თუ კარგი განწყობით გაიღვიძებთ, დღე ყველა მიმართულებით შესანიშნავად აეწყობა. და თუ „მარცხენა ფეხზე“ ადგებით, მთელი დღე უაზროდ ჩაივლის, ვერ შეძლებთ ვერაფრის გაკეთებას და ყველაფერი და ყველა ირგვლივ გაგაღიზიანებთ. ასე რომ არ მოხდეს, რომ გაიღვიძებთ, აუცილებლად „მარჯვენა ფეხით“ ადექით.
კირჩხიბი: დღეს მთელი თქვენი მოთმინება და ამტანობა უნდა აჩვენოთ. სამწუხაროდ, მცირე ნაპერწკალსაც კი დიდი ხანძრის გაჩენა შეუძლია თქვენ გულში, ამით კი შეიძლება ხაზი გადაესვას ყველა თქვენს გეგმას. და თუ იგრძნობთ, რომ სადაცაა, იფეთქებთ, ყველანაირად უნდა დაარწმუნოთ საკუთარი თავი, რომ „აფეთქება“ ორი დღით გადადოთ – ზეგ „ხანძარი დიდ ფართობზე“ არ გავრცელდება.
მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2018
ქალები, რომელთაც გვერდით ძლიერი მამაკაცი სჭირდებათ - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: დღეს თქვენი ცხოვრება სხვადასხვა გეგმითა და პროექტით აივსება. და ეს მშვენიერია, რადგან სწორედ დღეს ბედისწერა მაქსიმალურ შანსებს მოგცემთ, რომ ეს გეგმები განახორციელოთ. მაგრამ ეცადეთ, რომ ეს დიდი შესაძლებლობები წვრილმანებზე არ „დაახურდავოთ“. არ მოერიდოთ დიდ და ხმაურიან კომპანიებს. პირიქით, წარმატებები დღეს სწორედ იქ გელოდებათ.
ქალწული: სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ, რადაც არ უნდა დაგიჯდეთ ეს. ვნებებს „აალების“ საშუალება არ უნდა მისცეთ. მთელი დღე შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გარშემომყოფებს სხვა საქმე არა აქვთ გარდა იმისა, რომ თქვენს ნერვებზე ითამაშონ. მაგრამ ეს ასე არაა. ირგვლივ მყოფ ადამიანებს თავიანთი საქმეები აქვთ, თავიანთი საზრუნავი. თქვენს ნერვებზე სათამაშოდ კი მხოლოდ ხანდახან თუ მოიცლიან.
სასწორი: დღეს მღელვარება გელოდებათ. რაღაც მოვლენებმა ან მოულოდნელმა შეხვედრამ, შესაძლოა, ემოციების ნამდვილი ქარიშხალი გამოიწვიოს. არც ისაა გამორიცხული, რომ თქვენს სულში ყოვლის მომცველი ვნება აენთოს. მაგრამ რა გრძნობებიც არ უნდა ბობოქრობდეს თქვენ გულში, აჯობებს, თუ ნაჩქარევ დასკვნებს არ გამოიტანთ – ერთ–ორ დღეში გარემოებები შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს.
Невеста перед свадьбой - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2020
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნებისმიერ ასაკში იოლად თხოვდებიან
მორიელი: თავშეკავებასთან დაკავშირებით პრობლემებია მოსალოდნელი. ეს უფრო წვრილმანებთან მიმართებით გამოვლინდება მძაფრად, ამასთან, კომიკური ელფერიც შეიძლება შეიძინოს. ყველაზე კარგი გამოსავალი დღეს ის იქნება, თუ მრავალრიცხოვან გაუგებრობებს ხუმრობის პრიზმაში გაატარებთ. მათზე მშვიდი და ადეკვატური რეაგირება მაინც არ გამოგივათ.
მშვილდოსანი: არ გაწყენთ მოკრძალება. არ დაგავიწყდეთ, რომ „ნაპოლეონისებური“ გიგანტური გეგმები, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ისიც გაიხსენეთ, რომ ყველა ნაპოლეონს თავისი კარიერა კარგად არ დაუსრულებია. ამიტომ მოიკრიბეთ გონება, კარგად გაიაზრეთ, რისი მიღწევა გსურთ და როგორ შეძლებთ ამას, და თუ ეს თქვენს ძალებს აღემატება, შეჩერდით – ასე ბევრს მოიგებთ.
თხის რქა: მრავალფეროვანი ემოციების ტყვეობაში ხართ. მთელი დღე გექნებათ სურვილი, რომ მოვლენების ცენტრში აღმოჩნდეთ. ყურადღების მიქცევა კი საკმაოდ მარტივი იქნება – საკმარისია სიმდიდრისა და წარმატების თემას შეეხოთ. ყველაფერი, რაც დიდ ფულსა და მაღალ საზოგადოებრივ მდგომარეობას უკავშირდება, დღეს ირგვლივ მყოფ ადამიანებში დიდ დაინტერესებას გამოიწვევს.
ქალი შლაპით - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2022
ზოდიაქო: მამაკაცთა გულთამპყრობელი ქალები
მერწყული: აჯობებს, თუ ენას კბილს დააჭერთ – არის საშიშროება, რომ ახლობელ ადამიანებთან ზედმეტი წამოგცდეთ და ამით ურთიერთობებს შეუქმნათ საფრთხე. გულითადი საუბარი დღეს შეიძლება გადაიზარდოს მაღალ ტონში ლაპარაკში და მწვავე ჩხუბში. ასე რომ არ მოხდეს, ახლობლებთან ურთიერთობებში მოერიდეთ საჩოთირო თემების განხილვას და არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ პიროვნებას.
თევზები: დღევანდელი დღე შეიძლება უსასრულო ლაპარაკში გაილიოს. საუბრები კი ძირითადად წარმატებებისა და ფულის თემაზე იქნება აგებული და ასევე იმაზე, თუ რატომ არ გაქვთ ეს ყველაფერი დღემდე. არ არის გამორიცხული, რომ ერთ–ერთი ასეთი საუბრის დროს განადიდოთ საკუთარი დამსახურებები, ღირსებები და ამით დიდი ხნით ფანტაზიორის სახელი მოიხვეჭოთ.
ყველა ახალი ამბავი
0