https://sputnik-georgia.com/20240312/darchiashvili-azerbaijani-sazgvris-gaxsnas-miesalmeba-286814912.html
დარჩიაშვილი: მივესალმებით თუ აზერბაიჯანი მიიღებს გადაწყვეტილებას და გახსნის საზღვარს
დარჩიაშვილი: მივესალმებით თუ აზერბაიჯანი მიიღებს გადაწყვეტილებას და გახსნის საზღვარს
Sputnik საქართველო
აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსვლა, ისევე როგორც გასვლა შესაძლებელია მხოლოდ საჰაერო გზით. 12.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-12T18:16+0400
2024-03-12T18:16+0400
2024-03-12T18:16+0400
საქართველო
აზერბაიჯანი
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
საზოგადოება
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23632/08/236320892_0:188:3600:2213_1920x0_80_0_0_150bd7cc6ec1e122fe50ac745226668f.jpg
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. აზერბაიჯანის მიერ საქართველოსთან სახმელეთო საზღვრის გახსნა ხელს შეუწყობს მეზობელი ქვეყნიდან ტურისტების რაოდენობის ზრდას, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება 2020 წლის გაზაფხულზე, კორონავირუსის პანდემიის გამო მიიღო. მაშინ ბაქოში განაცხადეს, რომ საკარანტინო რეჟიმი გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. მთავრობა სახმელეთო საზღვრის გახსნას 2024 წლის 2 აპრილს გეგმავდა, თუმცა, 11 მარტს პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვის განკარგულებით, აზერბაიჯანში განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმი კიდევ სამი თვით, 2024 წლის 1 ივლისის 06:00 საათამდე გახანგრძლივდა.მისი თქმით, აზერბაიჯანს საზღვართან დაკავშირებით კონკრეტული არგუმენტები აქვს.„ჩვენ ვიცით, რომ ერთი მიზეზი იყო კოვიდპანდემია, როდესაც უსაფრთხოების თვალსაზრისით იყო საზღვრები ჩაკეტილი. შემდგომ განვითარდა მოვლენები, ზოგადად, რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით, ამიტომაც ვერ გეტყვით აზერბაიჯანის პოზიციას, რატომ აქვთ მათ ეს გადაწყვეტილება. ჩვენ მივესალმებით თუკი აზერბაიჯანის მხარე მიიღებს გადაწყვეტილებას და ისინი გახსნიან საზღვარს“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.საქართველომ აზერბაიჯანთან სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვის გამო 1,5 მილიონი ტურისტი დაკარგა>>>როგორც ადრე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, საქართველომ აზერბაიჯანის მიერ სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვის გამო 1,5 მილიონზე მეტი ტურისტი დაკარგა და პანდემიამდელ მაჩვენებლამდე დაბრუნება ვერ შეძლო.მისი თქმით, ეს დაახლოებით 400 მლნ დოლარის ეკვივალენტია და სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა ის, რომ საქართველოს ტურისტული ნაკადების აღდგენა სრულად ვერ მოხდა.აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსვლა, ისევე როგორც გასვლა, შესაძლებელია მხოლოდ საჰაერო გზით.აზერბაიჯანი საქართველოს ხუთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორიდან ერთ-ერთია. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წლის იანვარში 93 მილიონი დოლარი შეადგინა.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23632/08/236320892_200:0:3400:2400_1920x0_80_0_0_a9b1f3f6c6339ba88c6ed522558d765a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები, საზოგადოება, ტურიზმი საქართველოში
საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები, საზოგადოება, ტურიზმი საქართველოში
დარჩიაშვილი: მივესალმებით თუ აზერბაიჯანი მიიღებს გადაწყვეტილებას და გახსნის საზღვარს
აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსვლა, ისევე როგორც გასვლა შესაძლებელია მხოლოდ საჰაერო გზით.
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. აზერბაიჯანის მიერ საქართველოსთან სახმელეთო საზღვრის გახსნა ხელს შეუწყობს მეზობელი ქვეყნიდან ტურისტების რაოდენობის ზრდას, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება 2020 წლის გაზაფხულზე, კორონავირუსის პანდემიის გამო მიიღო. მაშინ ბაქოში განაცხადეს, რომ საკარანტინო რეჟიმი გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. მთავრობა სახმელეთო საზღვრის გახსნას 2024 წლის 2 აპრილს გეგმავდა, თუმცა, 11 მარტს პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვის განკარგულებით, აზერბაიჯანში განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმი კიდევ სამი თვით, 2024 წლის 1 ივლისის 06:00 საათამდე გახანგრძლივდა.
„ჩვენ მივესალმებით, რომ აზერბაიჯანთან სრულად იყოს საზღვრები გახსნილი, რათა ტურიზმი კიდევ უფრო განვითარდეს. ჩვენი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან ძალიან ბევრი ვიზიტორი გვყავდა და გვინდა, რომ ეს მომავალშიც გაგრძელდეს", - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანს საზღვართან დაკავშირებით კონკრეტული არგუმენტები აქვს.
„ჩვენ ვიცით, რომ ერთი მიზეზი იყო კოვიდპანდემია, როდესაც უსაფრთხოების თვალსაზრისით იყო საზღვრები ჩაკეტილი. შემდგომ განვითარდა მოვლენები, ზოგადად, რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით, ამიტომაც ვერ გეტყვით აზერბაიჯანის პოზიციას, რატომ აქვთ მათ ეს გადაწყვეტილება. ჩვენ მივესალმებით თუკი აზერბაიჯანის მხარე მიიღებს გადაწყვეტილებას და ისინი გახსნიან საზღვარს“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
როგორც ადრე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, საქართველომ აზერბაიჯანის მიერ სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვის გამო 1,5 მილიონზე მეტი ტურისტი დაკარგა და პანდემიამდელ მაჩვენებლამდე დაბრუნება ვერ შეძლო.
მისი თქმით, ეს დაახლოებით 400 მლნ დოლარის ეკვივალენტია და სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა ის, რომ საქართველოს ტურისტული ნაკადების აღდგენა სრულად ვერ მოხდა.
აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსვლა, ისევე როგორც გასვლა, შესაძლებელია მხოლოდ საჰაერო გზით.
აზერბაიჯანი საქართველოს ხუთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორიდან ერთ-ერთია. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წლის იანვარში 93 მილიონი დოლარი შეადგინა.