https://sputnik-georgia.com/20240312/cecxladze-merkviladze-qartuli-diasporis-xmas-mtavrobamde-miitans-286806257.html
ცეცხლაძე: მერკვილაძე ქართული დიასპორის ხმას საქართველოს მთავრობამდე მიიტანს
ცეცხლაძე: მერკვილაძე ქართული დიასპორის ხმას საქართველოს მთავრობამდე მიიტანს
Sputnik საქართველო
დიპლომატმა პირობა დადო, რომ აქტიურად ჩაერთვება ქართული დიასპორის ცხოვრებაში და ყურადღებით შეისწავლის მათ პრობლემებს. 12.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-12T12:11+0400
2024-03-12T12:11+0400
2024-03-12T12:11+0400
საქართველო
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/0b/286801187_0:287:2622:1762_1920x0_80_0_0_2899c84fca6602580a57a19347afc88f.jpg
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ახალი ხელმძღვანელი მამუკა მერკვილაძე კარგად იცნობს რუსეთში ქართული დიასპორის ცხოვრებას და გააგრძელებს ხალხის პრობლემების მთავრობამდე მიტანას, განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან" ფედერალური ეროვნულ–კულტურული ავტონომიის პრეზიდენტმა დავით ცეცხლაძემ.მერკვილაძე მოსკოვში 9 მარტს ჩავიდა. მან პირველი სამუშაო შეხვედრა დავით ცეცხლაძესთან გამართა. მერკვილაძემ ახალ თანამდებობაზე გიორგი ქაჯაია შეცვალა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა.რუსეთში ქართული დიაპორის პრეზიდენტის ინფორმაციით, მერკვილაძემ პირობა დადო, რომ აქტიურად ჩაერთვება ქართული დიასპორის ცხოვრებაში და ყურადღებით შეისწავლის მათ პრობლემებს.„განვიხილეთ ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეთნიკურ ქართველებს აწუხებთ. ამასთან, მერკვილაძე მოვიწვიეთ დიასპორის ცხოვრებასთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზეც", - განაცხადა ცეცხლაძემ.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.2009 წლიდან, რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შემდეგ, შვეიცარია ასრულებს შუამავლის ფუნქციას საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში. ამ მიზნით მოსკოვში შვეიცარიის საელჩოში ფუნქციონირებს საქართველოს ინტერესთა სექცია, ხოლო თბილისში შვეიცარიის საელჩოში – რუსეთის ინტერესთა სექცია. ნაყოფიერია თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებშიც.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/0b/286801187_0:41:2622:2008_1920x0_80_0_0_6e993269306a9e10306291bfe9517418.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
ცეცხლაძე: მერკვილაძე ქართული დიასპორის ხმას საქართველოს მთავრობამდე მიიტანს
დიპლომატმა პირობა დადო, რომ აქტიურად ჩაერთვება ქართული დიასპორის ცხოვრებაში და ყურადღებით შეისწავლის მათ პრობლემებს.
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ახალი ხელმძღვანელი მამუკა მერკვილაძე კარგად იცნობს რუსეთში ქართული დიასპორის ცხოვრებას და გააგრძელებს ხალხის პრობლემების მთავრობამდე მიტანას, განაცხადა
„Sputnik-საქართველოსთან" ფედერალური ეროვნულ–კულტურული ავტონომიის პრეზიდენტმა დავით ცეცხლაძემ.
მერკვილაძე მოსკოვში 9 მარტს ჩავიდა. მან პირველი სამუშაო შეხვედრა დავით ცეცხლაძესთან გამართა. მერკვილაძემ ახალ თანამდებობაზე გიორგი ქაჯაია შეცვალა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა.
„მერკვილაძემ პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა საქართველოს მთავრობას ქართული დიასპორის ხმა ესმოდეს. იგი კარგად იცნობს რუსეთში ქართველების ცხოვრებას. რამდენიმე წელი იყო ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის ვიცე-პრეზიდენტი. ეს ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ძალიან პოზიტიურია“, - განაცხადა ცეცხლაძემ.
რუსეთში ქართული დიაპორის პრეზიდენტის ინფორმაციით, მერკვილაძემ პირობა დადო, რომ აქტიურად ჩაერთვება ქართული დიასპორის ცხოვრებაში და ყურადღებით შეისწავლის მათ პრობლემებს.
„განვიხილეთ ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეთნიკურ ქართველებს აწუხებთ. ამასთან, მერკვილაძე მოვიწვიეთ დიასპორის ცხოვრებასთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზეც", - განაცხადა ცეცხლაძემ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
2009 წლიდან, რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შემდეგ, შვეიცარია ასრულებს შუამავლის ფუნქციას საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში. ამ მიზნით მოსკოვში შვეიცარიის საელჩოში ფუნქციონირებს საქართველოს ინტერესთა სექცია, ხოლო თბილისში შვეიცარიის საელჩოში – რუსეთის ინტერესთა სექცია. ნაყოფიერია თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებშიც.