https://sputnik-georgia.com/20240312/archevnebshi-onlain-xmis-micemistvis-ganacxadi-xu-milionaldem-rusma-gaaketa-286819665.html
არჩევნებში ონლაინ ხმის მიცემისთვის განაცხადი ხუთ მილიონამდე რუსმა გააკეთა
არჩევნებში ონლაინ ხმის მიცემისთვის განაცხადი ხუთ მილიონამდე რუსმა გააკეთა
Sputnik საქართველო
რუსეთის ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. კენჭისყრა სამი დღე გაგრძელდება - 15,16 და 17 მარტს. 12.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-12T19:39+0400
2024-03-12T19:39+0400
2024-03-14T15:42+0400
რუსეთი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2024
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/0c/286818942_0:0:2563:1443_1920x0_80_0_0_e3549c50a6d438de3850efdb5f4765f0.jpg
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საპრეზიდენტო არჩევნებზე ონლაინ-კენჭისყრაში მონაწილეობისთვის განაცხადი ხუთ მილიონამდე რუსმა გააკეთა, ნათქვამია ტელეგრამ-არხზე ციფრული განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.როგორც სამინისტროში განმარტეს, რომ 29 იანვრიდან 11 მარტამდე პერიოდში სახელმწიფო სამსახურები იღებდნენ განაცხადებს დისტანციურად ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილეობისთვის და შეზღუდული მობილობის მქონე მოქალაქეებისთვის სახლში ხმის მიცემის შესახებ. მათ, ვინც ვერ ახერხებს ხმის მიცემას სარეგისტრაციო მისამართზე, შეეძლოთ აერჩიათ სხვა საარჩევნო უბანი. თითქმის ცხრა მილიონმა ადამიანმა ისარგებლა ამ სერვისით.ამრიგად, 3,7 მილიონმა რუსმა აირჩია მოსახერხებელი საარჩევნო უბანი „მობილური „ამომრჩევლის" სერვისის გამოყენებით. სახლში ხმის მიცემის განაცხადი პორტალზე კიდევ 23,5 ათასმა ადამიანმა გააკეთა. მათი განცხადებების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები მათ სახლში მიაკითხავენ ბიულეტენით და გადასატანი ყუთით.რუსეთის ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. კენჭისყრა სამი დღე გაგრძელდება - 15,16 და 17 მარტს.სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ოთხი კანდიდატი იბრძოლებს: ლეონიდ სლუცკი, ნიკოლაი ხარიტონოვი, ვლადისლავ დავანკოვი და ვლადიმირ პუტინი.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/0c/286818942_0:0:2563:1923_1920x0_80_0_0_a265e727c7f487eeccaefaab01a21bbf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
რუსეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
არჩევნებში ონლაინ ხმის მიცემისთვის განაცხადი ხუთ მილიონამდე რუსმა გააკეთა
19:39 12.03.2024 (განახლებულია: 15:42 14.03.2024) რუსეთის ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. კენჭისყრა სამი დღე გაგრძელდება - 15,16 და 17 მარტს.
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საპრეზიდენტო არჩევნებზე ონლაინ-კენჭისყრაში მონაწილეობისთვის განაცხადი ხუთ მილიონამდე რუსმა გააკეთა, ნათქვამია ტელეგრამ-არხზე ციფრული განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„4,9 მილიონმა ადამიანმა 28 რეგიონიდან, სადაც ონლაინ ელექტრონული კენჭისყრა გამოიყენება, ფედერალურ პლატფორმა vybory.gov.ru-ზე დისტანციურად ხმის მიცემისთვის განაცხადი წარადგინა“, - ნათქვამია გამოცემაში.
როგორც სამინისტროში განმარტეს, რომ 29 იანვრიდან 11 მარტამდე პერიოდში სახელმწიფო სამსახურები იღებდნენ განაცხადებს დისტანციურად ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილეობისთვის და შეზღუდული მობილობის მქონე მოქალაქეებისთვის სახლში ხმის მიცემის შესახებ. მათ, ვინც ვერ ახერხებს ხმის მიცემას სარეგისტრაციო მისამართზე, შეეძლოთ აერჩიათ სხვა საარჩევნო უბანი. თითქმის ცხრა მილიონმა ადამიანმა ისარგებლა ამ სერვისით.
ამრიგად, 3,7 მილიონმა რუსმა აირჩია მოსახერხებელი საარჩევნო უბანი „მობილური „ამომრჩევლის" სერვისის გამოყენებით. სახლში ხმის მიცემის განაცხადი პორტალზე კიდევ 23,5 ათასმა ადამიანმა გააკეთა. მათი განცხადებების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები მათ სახლში მიაკითხავენ ბიულეტენით და გადასატანი ყუთით.
რუსეთის ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. კენჭისყრა სამი დღე გაგრძელდება - 15,16 და 17 მარტს.
სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ოთხი კანდიდატი იბრძოლებს: ლეონიდ სლუცკი, ნიკოლაი ხარიტონოვი, ვლადისლავ დავანკოვი და ვლადიმირ პუტინი.