2023 წელს საქართველოში ინვესტიციები შემცირდა

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2024
გამოწერა
2023 წელს საქართველოში ინვესტიციებისთვის ყველაზე პოპულარული დარგები იყო საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, უძრავი ქონება, წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა.
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. 2023 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ, წინასწარი მონაცემებით, 1,6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 24%-ით ნაკლებია, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებში.
ინვესტიციების შემცირების მთავარ მიზეზად „საქსტატმა" რეინვესტიციების და სასესხო ვალდებულებების შემცირება დაასახელა (-857,5 მლნ ლარი).
კორონავირუსის პანდემიის ფონზე, 2020 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, 2019 წელთან შედარებით, 57,2%-ით შემცირდა და 572 მილიონი დოლარი შეადგინა.
2021 წელს ინვესტიციების მოცულობა გაორმაგდა და 1,2 მილიარდ დოლარს მიაღწია. რაც შეეხება 2022 წელს, ინვესტიციების მოცულობამ, დაზუსტებული მონაცემებით, 2,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 67,5%-ით აღემატებოდა 2021 წლის მონაცემებს.
ინვესტიციები საქართველოში 2023 წელს - ქვეყნების სამეული

ქვეყაბა

მოცულობა, მლნ დოლარი

წილი ინვესტიციებში, %

დიდი ბრიტანეთი

392,0

24,6

ნიდერლანდები

360,5

22,6

თურქეთი

168,8

10,6

ინვესტიციები ასევე შემოვიდა აშშ-დან, რუსეთიდან, მალტიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან, ყაზახეთიდან და სხვა ქვეყნებში.
სად აბანდებენ?
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოში ინვესტიციებისთვის ყველაზე პოპულარული დარგები იყო საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, უძრავი ქონება, წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა.
ინვესტიციები საქართველოში 2023 წელს. დარგების ტოპ-სამეული

დარგი

მოცულობა, მლნ დოლარი

წილი ინვესტიციებში, %

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა

630,1

39,5

გადამამუშავებელი მრეწველობა

291,7

18,3

ტრანსპორტი

138,2

8,7

ინვესტიციები ასევე განხორციელდა ვაჭრობაში, ენერგეტიკაში, ინფორმაცია და კომუნიკაციაში, უძრავ ქონებაში, ხელოვნება, დასვენება და გართობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში, განათლებაში, ჯანდაცვაში, ადმინისტრაციულ საქმიანობაში, პროფესიულ და სამეცნიერო მოღვაწეობაში, სოფლის მეურნეობაში და ა.შ.
სააქციო კაპიტალი
2023 წელს ეკონომიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საწესდებო კაპიტალის დიდი ოდენობა - ის 68,4%-ით გაიზარდა და 1,2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 2022 წლის სააქციო კაპიტალმა 696,8 მილიონი დოლარი შეადგინა.
საინვესტიციო პოლიტიკა
მთავრობის ახალი ეკონომიკური პროგრამით, ხელისუფლება პირობას დებდა, რომ ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა მთლიანად შეიცვლება - პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველო გადავა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აგრესიულ პოლიტიკაზე და ქვეყნის პოზიციონირება ახლებურად მოხდება..
ამავდროულად, გაძლიერდება საინვესტიციო საქმიანობის კოორდინაციის მექანიზმები როგორც ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებთან, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებთან.
ასევე, ამ პერიოდში მიიღება ახალი კანონი მეწარმეთა შესახებ, რომელიც ასახავს ევროკავშირის შესაბამისი ნორმატიული აქტების და ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანართების მოთხოვნებს, რითაც საქართველოს კორპორატიული სამართალი ევროკავშირის კანონმდებლობას დაუახლოვდება.
კონკურენტული და ბიზნეს გარემოს შესაქმნელად სახელმწიფო თანდათან ჩაეხსნება ეკონომიკის იმ დარგებს, რომლებსაც დამოუკიდებელი ფუნქციონირებისა და განვითარების პოტენციალი გააჩნიათ.
ყველა ახალი ამბავი
0