მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა: იანვრის მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerმშენებარე ობიექტი
მშენებარე ობიექტი - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2024
გამოწერა
თვის ინდექსის შემცირება ძირითადად მოხდა დასაქმებულთა საშუალოთვიური ხელფასების 22,9%-ით შემცირების ხარჯზე.
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2024 წლის იანვარში 2023 წლის დეკემბერთან შედარებით 4,4%-ით შემცირდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი).
უწყება სამშენებლო ღირებულების ინდექსს (CCI) ითვლის, რომელიც საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობისთვის საჭირო მასალებისა და მომსახურების საშუალო ფასის დონეს წარმოადგენს საბაზისო პერიოდთან შედარებით.
საქსტატის ცნობით, თვის განმავლობაში ინდექსის შემცირება ძირითადად განპირობებული იყო დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 22,9%-ით შემცირებით.
2024 წლის იანვარში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 6,2%-ით გაიზარდა, რაც ხელფასების 18,7%-ითა და ტექნიკისა და აღჭურვილობის ფასების 3,9%-ი ზრდითაა გამოწვეული.
მშენებლობის ღირებულების ინდექსი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც აუცილებელია როგორც ქვეყნისსაინვესტიციო გარემოსშესაფასებლად, ისესამშენებლო სფეროშიდაგეგმვისა დაგადაწყვეტილების მიღებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0