https://sputnik-georgia.com/20240311/lagodexis-meris-yofili-warmomadgeneli-daakaves-286789271.html
სახელმწიფოს კუთვნილი მიწები მიისაკთრა: ლაგოდეხის მერის ყოფილი წარმომადგენელი დააკავეს
სახელმწიფოს კუთვნილი მიწები მიისაკთრა: ლაგოდეხის მერის ყოფილი წარმომადგენელი დააკავეს
Sputnik საქართველო
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო. 11.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-11T19:22+0400
2024-03-11T19:22+0400
2024-03-11T19:22+0400
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 11 მარტი - Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სახელმწიფოს კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი წარმომადგენელი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ბრალდებული, რომელიც 2019-2022 წლებში ნინიგორის ადმინისტრაციულ ერთეულში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას საგამოძიებო უწყება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლებას, თაღლითურად დაუფლებაში დახმარებასა და სამსახურებრივ სიყალბეს ედავება.გამოძიების მიხედვით, ბრალდებულის მიერ გაცემული ყალბი ცნობების საფუძველზე მოქალაქეები თაღლითურად დაეუფლნენ 1,7 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფოსა და კერძო საკუთრებაში არსებულ, ჯამში 37.864 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს.გარდა ამისა, ბრალდებული სხვა პირებთან ერთად თაღლითურად დაეუფლა 105 ათასი ლარის ღირებულების 1.928 კვ.მ მიწის ნაკვეთს. უწყების ცნობით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს ამ დროისთვის ადევს ყადაღა.უწყების ცნობით, მოქალაქეებს, რომლებიც ბრალდებულის დახმარებით თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებს, განემარტათ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც არ დაეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.კერძოდ, 2023 წლის 15 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ სახელმწიფოს საკუთრებაში დააბრუნებს თაღლითურად დაუფლებულ მიწის ნაკვეთს ან აანაზღაურებს ეკვივალენტურ ღირებულებას იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი გასხვისებულია კეთილსინდისიერ შემძენზე. აღნიშნული კანონი არ ვრცელდება საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ დანაშაულზე.გამოძიება სსკ-ის 180-ე (თაღლითობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), 25,180-ე (თაღლითობაში დახმარება) და 341-ე (სამსახურებრივი სიყალბე) მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
სახელმწიფოს კუთვნილი მიწები მიისაკთრა: ლაგოდეხის მერის ყოფილი წარმომადგენელი დააკავეს
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.
თბილისი, 11 მარტი - Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სახელმწიფოს კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი წარმომადგენელი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებული, რომელიც 2019-2022 წლებში ნინიგორის ადმინისტრაციულ ერთეულში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას საგამოძიებო უწყება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლებას, თაღლითურად დაუფლებაში დახმარებასა და სამსახურებრივ სიყალბეს ედავება.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულის მიერ გაცემული ყალბი ცნობების საფუძველზე მოქალაქეები თაღლითურად დაეუფლნენ 1,7 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფოსა და კერძო საკუთრებაში არსებულ, ჯამში 37.864 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს.
გარდა ამისა, ბრალდებული სხვა პირებთან ერთად თაღლითურად დაეუფლა 105 ათასი ლარის ღირებულების 1.928 კვ.მ მიწის ნაკვეთს. უწყების ცნობით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს ამ დროისთვის ადევს ყადაღა.
უწყების ცნობით, მოქალაქეებს, რომლებიც ბრალდებულის დახმარებით თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებს, განემარტათ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც არ დაეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
კერძოდ, 2023 წლის 15 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ სახელმწიფოს საკუთრებაში დააბრუნებს თაღლითურად დაუფლებულ მიწის ნაკვეთს ან აანაზღაურებს ეკვივალენტურ ღირებულებას იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი გასხვისებულია კეთილსინდისიერ შემძენზე. აღნიშნული კანონი არ ვრცელდება საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ დანაშაულზე.
გამოძიება სსკ-ის 180-ე (თაღლითობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), 25,180-ე (თაღლითობაში დახმარება) და 341-ე (სამსახურებრივი სიყალბე) მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე.