https://sputnik-georgia.com/20240311/abashizem-premiers-misi-shemcvlelis-mozebna-stxova-286797980.html
„ყველაფერს აქვს დასასრული" - აბაშიძემ მისი შემცვლელის მოძებნა პრემიერს თავად სთხოვა
„ყველაფერს აქვს დასასრული" - აბაშიძემ მისი შემცვლელის მოძებნა პრემიერს თავად სთხოვა
Sputnik საქართველო
აბაშიძის თქმით, იგი ქაჯაიას მრავალი წელია იცნობს და მას გამოცდილ, კვალიფიციურ თანამშრომლად მიიჩნევს. 11.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-11T19:00+0400
2024-03-11T19:00+0400
2024-03-11T19:00+0400
საქართველო
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23986/60/239866078_0:33:2000:1158_1920x0_80_0_0_95d0336a6cee34033f379a5360c72ff6.jpg
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოფილმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს მის თანამდებობაზე ახალი კანდიდატურის მოძიების წინადადებით რამდენიმე თვის წინ მიმართა.ორშაბათს, 11 მარტს, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლად გიორგი ქაჯაია დანიშნა, ზურაბ აბაშიძე კი, რომელიც აღნიშნულ პოსტს 2012 წლიდან იკავებდა, მთავრობის მეთაურის მრჩეველი გახდა.მისი თქმით, იგი ქაჯაიას მრავალი წელია იცნობს და მას გამოცდილ, კვალიფიციურ თანამშრომლად მიიჩნევს.„ის მუშაობდა უშიშროების საბჭოში. კარგად იცნობს ამ თემას, კვალიფიცირებული და სერიოზული ადამიანია და ვფიქრობ, ის შესაბამისად წარუძღვება ამ საქმიანობას", - განაცხადა აბაშიძემ.რაც შეეხება ქაჯაის შემცვლელს, რუსეთში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციას ხელმძღვანელად მამუკა მერკვილაძე დაინიშნა.ზურაბ აბაშიძე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად 2012 წელს დაინიშნა. მას შემდეგ იგი ქართულ-რუსულ მოლაპარაკებებს „აბაშიძე-კარასინის" ფორმატში აწარმოებდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23986/60/239866078_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_3618e9d45a88830b717a08ab12f48344.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები
„ყველაფერს აქვს დასასრული" - აბაშიძემ მისი შემცვლელის მოძებნა პრემიერს თავად სთხოვა
აბაშიძის თქმით, იგი ქაჯაიას მრავალი წელია იცნობს და მას გამოცდილ, კვალიფიციურ თანამშრომლად მიიჩნევს.
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოფილმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს მის თანამდებობაზე ახალი კანდიდატურის მოძიების წინადადებით რამდენიმე თვის წინ მიმართა.
ორშაბათს, 11 მარტს, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლად გიორგი ქაჯაია დანიშნა, ზურაბ აბაშიძე კი, რომელიც აღნიშნულ პოსტს 2012 წლიდან იკავებდა, მთავრობის მეთაურის მრჩეველი გახდა.
„რამდენიმე თვის წინ მივმართე ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, ყოველთვის ვგრძნობდი მის მხარდაჭერას, ვთხოვე ამ თანამდებობაზე ახალ პიროვნებაზე ეფიქრა. ლოგიკა მარტივი იყო: 2012 წლიდან 12 წელი გავიდა, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. მან დადებითად მიიღო ჩემი წინადადება“, - განაცხადა აბაშიძემ.
მისი თქმით, იგი ქაჯაიას მრავალი წელია იცნობს და მას გამოცდილ, კვალიფიციურ თანამშრომლად მიიჩნევს.
„ის მუშაობდა უშიშროების საბჭოში. კარგად იცნობს ამ თემას, კვალიფიცირებული და სერიოზული ადამიანია და ვფიქრობ, ის შესაბამისად წარუძღვება ამ საქმიანობას", - განაცხადა აბაშიძემ.
რაც შეეხება ქაჯაის შემცვლელს, რუსეთში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციას ხელმძღვანელად მამუკა მერკვილაძე დაინიშნა.
ზურაბ აბაშიძე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად 2012 წელს დაინიშნა. მას შემდეგ იგი ქართულ-რუსულ მოლაპარაკებებს „აბაშიძე-კარასინის" ფორმატში აწარმოებდა.