https://sputnik-georgia.com/20240310/skalndali-religiur-niadagze-levan-ioselianis-gancxadeba-286769058.html
სკანდალი რელიგიურ ნიადაგზე: სახალხო დამცველმა საკითხის შესწავლა დაიწყო
სკანდალი რელიგიურ ნიადაგზე: სახალხო დამცველმა საკითხის შესწავლა დაიწყო
Sputnik საქართველო
მუსლიმთა სამმართველომ შესაბამის სტრუქტურებს მომხდარი ფაქტის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდა 10.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-10T09:49+0400
2024-03-10T09:49+0400
2024-03-10T09:49+0400
საქართველო
საქართველოს სახალხო დამცველი
საზოგადოება
რელიგია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275533291_0:8:1750:992_1920x0_80_0_0_89932c9765fabbffe4a4e8bc28d93079.jpg
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის დაბა ადიგენში მეჩეთში ლოცვის ჩაშლის ფაქტს მიუღებელი უწოდა.პარასკევს დაბა ადიგენში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან, სადაც რელიგიური სკოლა ფუნქციონირებს და ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა პარასკევობით ლოცულობს, დაპირისპირება მოხდა.შენობის ეზოში ზარზმის მონასტრის წინამძღვარი, ნიკოლოზ გეწაძე მართლმადიდებელ სასულიერო პირებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მივიდა და მუსლიმებს შენობის დატოვება მოსთხოვა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ. „რელიგიისა და რწმენის თავისუფლება დაცულია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით. შესაბამისად, თითოეულმა მოქალაქემ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას და ერთმანეთის, სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანების ღირებულებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.მუსლიმთა სამმართველომ ძალოვან სტრუქტურებს მიმართა ოპერატიულად გამოიძიონ მომხდარი ფაქტი და მიიღონ შესაბამისი ზომები.„ვიმედოვნებთ, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების რეაგირებით შესაძლებელი იქნება კონფლიქტის მოგვარება, რათა მსგავსი შემთხვევები, რომლებიც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ტოლერანტულ ქართულ ტრადიციას, მომავალში აღარ განმეორდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.საქართველოს საპატრიარქოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275533291_59:0:1616:1168_1920x0_80_0_0_f8d03a1b2468e9dcc2507362eeffc566.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სახალხო დამცველი, საზოგადოება, რელიგია, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სახალხო დამცველი, საზოგადოება, რელიგია, ახალი ამბები
სკანდალი რელიგიურ ნიადაგზე: სახალხო დამცველმა საკითხის შესწავლა დაიწყო
მუსლიმთა სამმართველომ შესაბამის სტრუქტურებს მომხდარი ფაქტის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდა
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის დაბა ადიგენში მეჩეთში ლოცვის ჩაშლის ფაქტს მიუღებელი უწოდა.
პარასკევს დაბა ადიგენში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან, სადაც რელიგიური სკოლა ფუნქციონირებს და ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა პარასკევობით ლოცულობს, დაპირისპირება მოხდა.
შენობის ეზოში ზარზმის მონასტრის წინამძღვარი, ნიკოლოზ გეწაძე მართლმადიდებელ სასულიერო პირებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მივიდა და მუსლიმებს შენობის დატოვება მოსთხოვა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
„სახალხო დამცველისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა. სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული ოფისის თანამშრომელს კომუნიკაცია ჰქონდა დაპირისპირებაში ჩართულ პირებთან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვითარების შესწავლა და ობიექტური, ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება, რის შემდეგაც, მანდატის ფარგლებში, მოხდება შესაბამისი რეაგირება", - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ.
„რელიგიისა და რწმენის თავისუფლება დაცულია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით. შესაბამისად, თითოეულმა მოქალაქემ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას და ერთმანეთის, სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანების ღირებულებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
მუსლიმთა სამმართველომ ძალოვან სტრუქტურებს მიმართა ოპერატიულად გამოიძიონ მომხდარი ფაქტი და მიიღონ შესაბამისი ზომები.
„ვიმედოვნებთ, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების რეაგირებით შესაძლებელი იქნება კონფლიქტის მოგვარება, რათა მსგავსი შემთხვევები, რომლებიც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ტოლერანტულ ქართულ ტრადიციას, მომავალში აღარ განმეორდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს საპატრიარქოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.