შეხვედრა ფესტივალის მონაწილეებთან: პუტინს დრედები მოეწონა

  - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2024
გამოწერა
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მსოფლიო ახალგაზრდული ფესტივალის მონაწილეებთან შეხვედრისას ხუმრობითგანაცხადა, რომმასაც სურს, დრედები ჰქონდეს.
ტელეკომპანია „როსია 1-ის“ მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, როგორ იღებს რუსეთის ლიდერი ფოტოებს ფორუმის მონაწილეებთან. სწორედ ამ დროს გაამახვილა ყურადღება პრეზიდენტმა ერთ-ერთი ნიგერიელი სტუმრის ვარცხნილობაზე.
„ასეთი ვარცხნილობა მეც უნდა გავიკეთო“, — იხუმრა მან.
მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალი 1-დან 7 მარტამდე ტარდებოდა ფედერალურ ტერიტორია „სირიუსზე“. ფესტივალი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორი იყო „როსმოლოდიოჟი“, გენერალურისაინფორმაციოპარტნიორი— „რია ნოვოსტი“.
ყველა ახალი ამბავი
0