https://sputnik-georgia.com/20240310/rusetshi-qartuli-gvinis-importze-shegavatebis-gauqmebas-itxoven-286777945.html
რუსი მეღვინეები ქართული ღვინის იმპორტზე შეღავათების გაუქმებას მოითხოვენ
რუსი მეღვინეები ქართული ღვინის იმპორტზე შეღავათების გაუქმებას მოითხოვენ
Sputnik საქართველო
ამჟამად ქართულ ღვინოებზე რუსეთში გადასახადი საერთოდ არ ვრცელდება. 10.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-10T21:35+0400
2024-03-10T21:35+0400
2024-03-10T21:35+0400
საქართველო
რუსეთი
ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
ეკონომიკა
ქართული ღვინო
ღვინის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22831/54/228315442_0:4:2808:1583_1920x0_80_0_0_255aa25ef6caeb7e80c976523138bc6f.jpg
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაციამ (АВВР) რუსეთის ხელისუფლებას საქართველოდან ღვინის იმპორტზე საშეღავათო რეჟიმის გაუქმების წინადადებით მიმართა.2023 წელს რუსეთის მთავრობამ არამეგობარი ქვეყნებიდან ღვინის შეტანაზე გადასახადი 12,5%-დან 20%-მდე გაზარდა, მაგრამ არანაკლებ 1,5 დოლარამდე ერთ ლიტრზე. ქართულ პროდუქცია ამ ქმედებებში არ მოხვდა და იმპორტი ძველი ტემპით ხორციელდება.მისი თქმით, ასოციაცია ასევე სთხოვს რუსეთის ხელისუფლებას არამეგობარი ქვეყნებიდან ღვინის იმპორტზე გადასახადის 200%-ის ფარგლებში დაწესებას.რუსეთის არამეგობარი ქვეყნების ჩამონათვალშია 50 სახელმწიფო და ტერიტორია. მათ შორისაა რუსეთში ღვინის მიმწოდებელი ძირითადი ქვეყნები – იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, საბერძნეთი და სხვ.„ჩვენ გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ მივმართოთ მთავრობას და სახელმწიფო სათათბიროს თხოვნით, რომ გააძლიერონ ზომები რუსული ბაზრის დასაცავად და ნატოს ქვეყნებიდან ღვინის იმპორტზე 200%-იანი გადასახადის დაწესების შესახებ“, - განაცხადა პლოტნიკოვმაგარდა ამისა, ასოციაციამ ხელისუფლებას შესთავაზა ყველა სახეობის ქართულ ღვინოზე იმპორტის გადასახადის შეღავათიანი რეჟიმის გაუქმება - ასოციაცია სექტემბრიდან მაღაზიებსა და კაფეებში რუსული ღვინისთვის 20%-დან 50%-მდე კვოტის დაწესების ინიციატივითაც გამოდის.საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის პირველ ორ თვეში საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტმა 13,2 მლნ ლიტრი შეადგინა, რაც მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ქვეყნის ღვინის მთლიანი ექსპორტის 80%-ს შეადგენს. 2023 წელს რუსეთს ქართული ღვინის ექსპორტის თითქმის 66% ეკავა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22831/54/228315442_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_d658d8e02309fe7d6c76c8f439ae6d14.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, ეკონომიკა, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ახალი ამბები
საქართველო, რუსეთი, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, ეკონომიკა, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ახალი ამბები
რუსი მეღვინეები ქართული ღვინის იმპორტზე შეღავათების გაუქმებას მოითხოვენ
ამჟამად ქართულ ღვინოებზე რუსეთში გადასახადი საერთოდ არ ვრცელდება.
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაციამ (АВВР) რუსეთის ხელისუფლებას საქართველოდან ღვინის იმპორტზე საშეღავათო რეჟიმის გაუქმების წინადადებით მიმართა.
2023 წელს რუსეთის მთავრობამ არამეგობარი ქვეყნებიდან ღვინის შეტანაზე გადასახადი 12,5%-დან 20%-მდე გაზარდა, მაგრამ არანაკლებ 1,5 დოლარამდე ერთ ლიტრზე. ქართულ პროდუქცია ამ ქმედებებში არ მოხვდა და იმპორტი ძველი ტემპით ხორციელდება.
„მთავრობას და სახელმწიფო დუმას გაეგზავნა პოზიცია საქართველოდან ღვინისა და ცქრიალა ღვინის იმპორტის გადასახადის შეღავათიანი რეჟიმის გაუქმების შესახებ“, - განაცხადა РИА Новости-სთან АВВР-ის აღმასრულებელმა მდივანმა ალექსეი პლოტნიკოვმა.
მისი თქმით, ასოციაცია ასევე სთხოვს რუსეთის ხელისუფლებას არამეგობარი ქვეყნებიდან ღვინის იმპორტზე გადასახადის 200%-ის ფარგლებში დაწესებას.
რუსეთის არამეგობარი ქვეყნების ჩამონათვალშია 50 სახელმწიფო და ტერიტორია. მათ შორისაა რუსეთში ღვინის მიმწოდებელი ძირითადი ქვეყნები – იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, საბერძნეთი და სხვ.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ მივმართოთ მთავრობას და სახელმწიფო სათათბიროს თხოვნით, რომ გააძლიერონ ზომები რუსული ბაზრის დასაცავად და ნატოს ქვეყნებიდან ღვინის იმპორტზე 200%-იანი გადასახადის დაწესების შესახებ“, - განაცხადა პლოტნიკოვმა
გარდა ამისა, ასოციაციამ ხელისუფლებას შესთავაზა ყველა სახეობის ქართულ ღვინოზე იმპორტის გადასახადის შეღავათიანი რეჟიმის გაუქმება - ასოციაცია სექტემბრიდან მაღაზიებსა და კაფეებში რუსული ღვინისთვის 20%-დან 50%-მდე კვოტის დაწესების ინიციატივითაც გამოდის.
საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის პირველ ორ თვეში საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტმა 13,2 მლნ ლიტრი შეადგინა, რაც მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ქვეყნის ღვინის მთლიანი ექსპორტის 80%-ს შეადგენს. 2023 წელს რუსეთს ქართული ღვინის ექსპორტის თითქმის 66% ეკავა.