https://sputnik-georgia.com/20240310/nuca-buzaladzis-simgeris-premiera-11-marts-gaimarteba-286769875.html
„ევროვიზია 2024": ნუცა ბუზალაძის სიმღერის პრემიერა და ბუკმეკერების პროგნოზები
„ევროვიზია 2024": ნუცა ბუზალაძის სიმღერის პრემიერა და ბუკმეკერების პროგნოზები
Sputnik საქართველო
კონკურსის ფინალი 11 მაისს სპორტულ კომპლექს „მალმე არენაში“ გაიმართება, ნახევარფინალი კი 7 და 9 მაისს ჩატარდება. 10.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-10T11:48+0400
2024-03-10T11:48+0400
2024-03-10T11:48+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
ევროვიზია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/09/286766143_0:4:1500:848_1920x0_80_0_0_ea1ba0a0f5674e2a827b640291a32762.png
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. „ევროვიზია 2024“-ზე საქართველოს წარმომადგენლის ნუცა ბუზალაძის საკონკურსო სიმღერისა და ვიდეოკლიპის პრემიერა 11 მარტს გაიმართება, იუწყება „პირველი არხი".ნუცა ბუზალაძე კონკურსზე სიმღერა Fire Fighter-ს შეასრულებს.საერთაშორისო კონკურსი „ევროვიზია-2024" შვედეთის ქალაქ მალმეში გაიმართება, რადგან გასულ წელს გამარჯვებული შვედეთის წარმომადგენელი მომღერალი Loreen-ი სიმღერით Tattoo გახდა. კონკურსის ფინალი 11 მაისს სპორტულ კომპლექს „მალმე არენაში“ გაიმართება, ნახევარფინალი კი 7 და 9 მაისს ჩატარდება.ბუკმეკერების კპროგნოზიყოველწლიურად ბუკმეკერები, კრიტიკოსები და მუსიკის ექსპერტები ცდილობენ იწინასწარმეტყველონ ვინ მოიგებს „ევროვიზიას". ბუკმეკერების პროგნოზის გაცნობა შესაძლებელია Eurovision World-ის ვებგვერდზე.ბუკმეკერების პროგნოზით, პირველ ადგილზე ხორვატია (Baby Lasagna – Rim Tim Tagi Dim), მეორე ადგილზე (alyona alyona & Jerry Heil – Teresa & Maria), მესამე ადგილზე კი შვეიცარია გავა (Nemo – The Code).ხუთეულშია იტალია (Angelina Mango – La noia") და ნიდერლანდები (Joost Klein – Europapa). საქართველოს ბუკმეკერები მეათე ადგილს უწინასწარმეტყველებენ. ვინ არის ნუცა ბუზალაძე?ნუცა ბუზალაძეს კონკურსებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. ხუთი წლის ასაკიდან მღეროდა ანსამბლ „მართვეში“. 2020-2021 წლებში იყო რუსულ კონკურს Ну-ка, все вместе-ს ფინალისტი. ნუცა ბუზალაძე თინეიჯერობის ასაკიდან წინ დიდი წარმატებით მიიწევს. ცნობილი მომღერალი პოპულარულ კონკურსებში უშიშრად გამოდის. არტისტი საქართველოს ფარგლებს გარეთ უკვე დიდი ხანია გაიცნეს. 2014 წელს მან გაიმარჯვა პოპულარული მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებლების საერთაშორისო კონკურსში „ახალი ტალღა", მონაწილეობდა კონკურსებში „ცეკვავენ ვარსკვლავები", „ერთი ერთში", თურქულ Voice-ში და ა.შ.მაგრამ ყველაზე დიდ წარმატებას ბუზალაძემ მიაღწია პოპულარულ შოუ American Idol-ში, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა და პროექტის ისტორიაში პირველი უცხოელი მონაწილე გახდა. ის პროექტის საუკეთესო 12 კონკურსანტს შორის მოხვდა, თუმცა ტოპ-10-ში გადასვლა ვეღარ მოახერხა, რადგან მაყურებლის საკმარისი ხმები ვერ მიიღო. მაგრამ ფინალში ნუცამ მსოფლიოში ცნობილ მომღერალ კაილი მინოუგთან დუეტში იმღერა.2023 წელს საქართველოს „ევეოვიზიაზე“ ირუ ხეჩანოვა წარმოადგენდა, მაგრამ ფინალში გასვლა ვერ მოახერხა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/09/286766143_183:0:1318:851_1920x0_80_0_0_dfb1e7ccee75c8d97919c1e21f3daecf.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები, ევროვიზია
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები, ევროვიზია
„ევროვიზია 2024": ნუცა ბუზალაძის სიმღერის პრემიერა და ბუკმეკერების პროგნოზები
კონკურსის ფინალი 11 მაისს სპორტულ კომპლექს „მალმე არენაში“ გაიმართება, ნახევარფინალი კი 7 და 9 მაისს ჩატარდება.
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. „ევროვიზია 2024“-ზე საქართველოს წარმომადგენლის ნუცა ბუზალაძის საკონკურსო სიმღერისა და ვიდეოკლიპის პრემიერა 11 მარტს გაიმართება, იუწყება „პირველი არხი".
ნუცა ბუზალაძე კონკურსზე სიმღერა Fire Fighter-ს შეასრულებს.
საერთაშორისო კონკურსი „ევროვიზია-2024" შვედეთის ქალაქ მალმეში გაიმართება, რადგან გასულ წელს გამარჯვებული შვედეთის წარმომადგენელი მომღერალი Loreen-ი სიმღერით Tattoo გახდა. კონკურსის ფინალი 11 მაისს სპორტულ კომპლექს „მალმე არენაში“ გაიმართება, ნახევარფინალი კი 7 და 9 მაისს ჩატარდება.
ყოველწლიურად ბუკმეკერები, კრიტიკოსები და მუსიკის ექსპერტები ცდილობენ იწინასწარმეტყველონ ვინ მოიგებს „ევროვიზიას". ბუკმეკერების პროგნოზის გაცნობა შესაძლებელია
Eurovision World-ის ვებგვერდზე.
ბუკმეკერების პროგნოზით, პირველ ადგილზე ხორვატია (Baby Lasagna – Rim Tim Tagi Dim), მეორე ადგილზე (alyona alyona & Jerry Heil – Teresa & Maria), მესამე ადგილზე კი შვეიცარია გავა (Nemo – The Code).
ხუთეულშია იტალია (Angelina Mango – La noia") და ნიდერლანდები (Joost Klein – Europapa). საქართველოს ბუკმეკერები მეათე ადგილს უწინასწარმეტყველებენ.
ნუცა ბუზალაძეს კონკურსებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. ხუთი წლის ასაკიდან მღეროდა ანსამბლ „მართვეში“. 2020-2021 წლებში იყო რუსულ კონკურს Ну-ка, все вместе-ს ფინალისტი.
ნუცა ბუზალაძე თინეიჯერობის ასაკიდან წინ დიდი წარმატებით მიიწევს. ცნობილი მომღერალი პოპულარულ კონკურსებში უშიშრად გამოდის. არტისტი საქართველოს ფარგლებს გარეთ უკვე დიდი ხანია გაიცნეს. 2014 წელს მან გაიმარჯვა პოპულარული მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებლების საერთაშორისო კონკურსში „ახალი ტალღა", მონაწილეობდა კონკურსებში „ცეკვავენ ვარსკვლავები", „ერთი ერთში", თურქულ Voice-ში და ა.შ.
მაგრამ ყველაზე დიდ წარმატებას ბუზალაძემ მიაღწია პოპულარულ შოუ American Idol-ში, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა და პროექტის ისტორიაში პირველი უცხოელი მონაწილე გახდა. ის პროექტის საუკეთესო 12 კონკურსანტს შორის მოხვდა, თუმცა ტოპ-10-ში გადასვლა ვეღარ მოახერხა, რადგან მაყურებლის საკმარისი ხმები ვერ მიიღო. მაგრამ ფინალში ნუცამ მსოფლიოში ცნობილ მომღერალ კაილი მინოუგთან დუეტში იმღერა.
2023 წელს საქართველოს „ევეოვიზიაზე“ ირუ ხეჩანოვა წარმოადგენდა, მაგრამ ფინალში გასვლა ვერ მოახერხა.