https://sputnik-georgia.com/20240309/qartveli-qalebis-mdgomareoba-emigraciasi-gamoqveynda-axali-kvlevis-sedegebi-286767506.html
ქართველი ქალების მდგომარეობა ემიგრაციაში - გამოქვეყნდა ახალი კვლევის შედეგები
ქართველი ქალების მდგომარეობა ემიგრაციაში - გამოქვეყნდა ახალი კვლევის შედეგები
Sputnik საქართველო
ოფიციალური მონაცემებით, ემიგრაციაში 125,3 ათასი ადამიანი ცხოვრობს, აქედან 77,1 ათასი ქალია. 09.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-09T19:45+0400
2024-03-09T19:45+0400
2024-03-09T19:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ქართული დიასპორა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/14/285777616_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_a62b13911e17740103e59c1430e0fde0.jpg
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. ოჯახების მაღალი დამოკიდებულება ფულად გზავნილებზე, ერთი მხრივ, ახანგრძლივებს ქალების ემიგრაციაში ყოფნას და, მეორე მხრივ, არ აძლევს მათ შესაძლებლობას გააკეთონ დანაზოგები მომავალი ეკონომიკური უსაფრთხოებისა და მდგრადობისთვის, ნათქვამია კვლევაში „ქართველი შრომითი მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის შესახებ“, რომელიც მოამზადა ორგანიზაციამ „ქალები საერთო მომავლისთვის” (WECF).ოფიციალური მონაცემებით, ემიგრაციაში 125,3 ათასი ადამიანი ცხოვრობს, აქედან 77,1 ათასი ქალია. ნახევარზე მეტის ასაკი 25-დან 50 წლამდე მერყეობს.მკვლევარების აზრით, ეს სურათი მიუთითებს რთულ სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე, რის გამოც ოჯახები რჩებიან ფულად გზავნილებზე დამოკიდებული თაობების შეცვლის პროცესშიც.საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემების გამოყენებით ფულადი გზავნილების მოცულობა 2023 წელს 2022 წელთან შედარებით 5,7%-ით შემცირდა და 4.123,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.2023 წელს საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს. შემდეგ მოდის იტალია, საბერძნეთი, აშშ და გერმანია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/14/285777616_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_6e63a7d4071b77ec8bf61e7a0634679e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ქართული დიასპორა
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ქართული დიასპორა
ქართველი ქალების მდგომარეობა ემიგრაციაში - გამოქვეყნდა ახალი კვლევის შედეგები
ოფიციალური მონაცემებით, ემიგრაციაში 125,3 ათასი ადამიანი ცხოვრობს, აქედან 77,1 ათასი ქალია.
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. ოჯახების მაღალი დამოკიდებულება ფულად გზავნილებზე, ერთი მხრივ, ახანგრძლივებს ქალების ემიგრაციაში ყოფნას და, მეორე მხრივ, არ აძლევს მათ შესაძლებლობას გააკეთონ დანაზოგები მომავალი ეკონომიკური უსაფრთხოებისა და მდგრადობისთვის, ნათქვამია კვლევაში „ქართველი შრომითი მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის შესახებ“, რომელიც მოამზადა ორგანიზაციამ „ქალები საერთო მომავლისთვის” (WECF).
ოფიციალური მონაცემებით, ემიგრაციაში 125,3 ათასი ადამიანი ცხოვრობს, აქედან 77,1 ათასი ქალია. ნახევარზე მეტის ასაკი 25-დან 50 წლამდე მერყეობს.
„უმუშევრობა და სიღარიბე საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება, ამიტომ ოჯახის უზრუნველყოფა კიდევ უფრო რთულდება, ხოლო ემიგრაცია უფრო ხანგრძლივი ხდება, როცა ოჯახში ბავშვები არიან ან ოჯახს დაბალი შემოსავალი აქვს“, - ნათქვამია კვლევაში.
მკვლევარების აზრით, ეს სურათი მიუთითებს რთულ სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე, რის გამოც ოჯახები რჩებიან ფულად გზავნილებზე დამოკიდებული თაობების შეცვლის პროცესშიც.
საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემების გამოყენებით ფულადი გზავნილების მოცულობა 2023 წელს 2022 წელთან შედარებით 5,7%-ით შემცირდა და 4.123,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2023 წელს საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს. შემდეგ მოდის იტალია, საბერძნეთი, აშშ და გერმანია.